სამტრედიაში, დაფნარის ტერიტორიაზე, უძველესი ხიდი აღმოაჩინეს (ფოტო)

965

სამტრედიის მუნიციპალიტეტში, დაფნარის ტერიტორიაზე, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების დროს, ასფალტო-ბეტონის ქვეშ უძველესი ხიდი აღმოაჩინეს.

მერიის ცნობით აღნიშნული ხიდი 1886 წლით თარიღდება.

სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა ვალერი ფოცხვერიამ, ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა, ზურაბ გოგიამ, ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერეს ხიდი და მის ისტორიულ მნიშვნელობაზე ისაუბრეს.