გურჯაანის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებას ახალი უფროსი ჰყავს

669

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსად შორენა ბაზერაშვილი დაინიშნა. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.

შორენა ბაზერაშვილი ბოლო პერიოდში ,,თიბისი“ ბანკის გურჯაანის ფილიალში ბიზნესის და კრედიტების ექსპერტად მუშაობდა. ბაზერაშვილმა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა.

“კონკურსის წესით დავინიშნე. მაქვს მუშაობის საკუთარი სტრატეგია. უმთავრესი მიზანი იქნება, გურჯაანის მერიის სამსახურების მიერ განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ მოსახლეობას ოპერატიულად მივაწოდოთ ინფორმაცია”, – განაცხადა შორენა ბაზერაშვილმა.