ხარაგაულის სოფელ უჩამეთში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

1473

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ უჩამეთში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

ლაშეს ადმინისტრაციული ერთეულის სოფელი უჩამეთი მდინარე ჩხერიმელას მარჯვენა ნაპირზე მდებარეობს. სოფელი მიგრაციულია და მხოლოდ 40 ოჯახი ცხოვრობს.

“ადგილობრივები ცენტრალური გზის ერთ კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაციას იმედიანად უყურებენ და ამბობენ, რომ ინფრასტრუქტურის განვითარება სოფლისთვის ერთ-ერთი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფაქტორია”, – აცხადებენ მერიაში.

უჩამეთში გზის მშენებლობა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 160 987 ლარით დაფინანსდა.