ამბროლაურის მუნიციპალიტეტის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურს ორი ახალი, შტატგარეშე თანამშრომელი ჰყავს. ახალგაზრდა გოგონები – ქრისტინე ლუხუტაშვილი და ლიკა აპუსიდისი, სხვა თანამშრომლებთან ერთად, აქტიურად ზრუნავენ ქალაქ ამბროლაურის სისუფთავესა და სილამაზეზე.
ახალგაზრდების სამუშაო დღე დილის 6 საათზე იწყება და როდესაც ქალაქს ჯერ კიდევ სძინავს, ისინი ქუჩებს ასუფთავებენ.