“ჩვენი პრიორიტეტი არის, რომ თანმიმდევრული აღსრულებით შევძლოთ, რაღაც პერიოდში, კონკრეტული შედეგების მიღწევა. ეს არ არის მარტივი პროცესი, მოითხოვს ძალისხმევას როგორც სახელმწიფოსგან, ასევე კერძო სექტორისგან,”- ამის შესახებ გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსცების კომიტეტის სხდომაზე, ჰაერის დაბინძურების საკითხზე საუბრისას განაცხადა. კომიტეტზე დღეს ჰაერის დაბინძურების პრობლემაზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო 2021 წელს  გარემოსდაცვით კანონში შესულ ცვლილებებს და მიმდინარე...
2022 წელს რუსთავის მუნიციპალიტეტი სამი ნაძვის ხით ხვდება. ინფორმაციას ინფო რუსთავი ავრცელებს. მთავარი ნაძვის ხე ქალაქის ცენტრალურ მოედანზეა განთავსებული. მეორე ნაძვის ხე თეატრის უკანა სკვერშია განთავსებული. ხოლო მესამე, რომელიც მუნიციპალიტეტმა წელს 15 000 ლარად შეიძინა, ახალგაზრდობის სკვერში დგას. ნაძვისხეების განთავსება-აწყობაზე ააიპ "რუსთავსერვის ცენტრის" თანამშრომლებმა იზრუნეს და მათი განათება 25 დეკემბერს მოხდება.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ეკონომიკის სამინისტროს 2020 წლის ფინანსური აუდიტის ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, გარკვეული ხარვეზებია სამინისტროს სსიპ "აწარმოე საქართველოშის" ფინანსურ მაჩვენებლებში. კერძოდ კი საუბარია სააგენტოს მიერ ბანკებისთვის პროგრამის ბენეფიციარების სახელზე ჩარიცხულ საავანსო თანხებზე, რომლის მოცულობაც გასულ წელს 51.5 მილიონ ლარს შეადგენდა. ეს თანხები სააგენტოს მიერ კლასიფიცირებულია, როგორც ბანკების მიმართ მოთხოვნები. თუმცა, აქედან 16.2 მილიონ ლარს თავად კომერციული ბანკები არ აღიარებენ. უფრო...
პროგრამის “განახლებული რეგიონები” ფარგლებში,  ქვემო ქართლში პროგრამით დაფინანსებულ პროექტებს შორისაა გარდაბანში დავით აღმაშენებლის ქუჩის რეაბილიტაცია. გარდაბნის მუნიციპალიტეტში სამუშაოები 2021 წლის ზაფხულში დაიწყო და გრძელდება. მიმდინარე სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პირველმა მოადგილე გიორგი ციბაძემ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა. „განახლებული რეგიონების“ 4-წლიანი პროგრამა საქართველოს 63 მუნიციპალიტეტს მოიცავს და მისი მხოლოდ პირველი ეტაპის საორიენტაციო ღირებულება 500 მილიონი ლარია. პროგრამა ითვალისწინებს რეგიონების ურბანულ...
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამის სამსახურთან თანამშრომლობით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ქრთამის აღების ფაქტზე შპს „სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკისა და სერვისების კომპანიის“ კაჭრეთის სერვისცენტრის უფროსი დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნულმა პირმა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებისა და ბრძანებით ოფიციალურად განსაზღვრული თანხის კომპანიის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის გვერდის ავლით, შპს „სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკის და სერვისების კომპანიის“ კუთვნილი...
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში მოსახლოების ნაწილს სასმელი წყალი არ მიეწოდება. მიზეზი დაგროვილი დავალიანებაა, რომელსაც მოსახლეობა არ იხდის. ” ნუთუ ძნელია გაიგოს და შეიგნოს ადამიანმა,რომ როცა ხარჯავ, უნდა გადაიხადო და სხვას არ უნდა დააწვე ტვირთად”. ამ თემაზე რადიო მოზაიკა წერს. "ეს საკითხი იოლად მოსაგვარებელია, თუ ადგილობრივი ხელისუფლება სულ მცირე მონდომებას გამოიჩენს და “ბირჟაზე” ,,სემიჩკის,, კნატუნის ნაცვლად დაივლის უბან-უბან და ან თანხის...
2021 წელს რუსთავში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 24 საწარმო შეამოწმა და მონიტორინგის პროცესი იანვრიდან აქტიურად უნდა გაგრძელდეს. ამის შესახებ გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. მისივე ცნობით, მონიტორინგის შედეგების მიხედვით, ვალდებულებები ჯერჯერობით არ სრულდება. “ვერ ვიტყვი, რომ დაწესებული ვალდებულებები მონიტორინგის შედეგების მიხედვით სრულდება აბსოლუტურად საწარმოების მხრიდან. ცალკეულ მათგანს დაწყებული აქვს მოსაზმადებული...
გორის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში და პარტიის “საქართველოსთვის”  წევრი გიორგი ხოჯევანიშვილი ამბობს, რომ მმართველი პარტია დიდი ხანია ერთპიროვნულად იღებს გადაწყვეტილებებს და ქვეყნის ინტერესებზე მაღლა, საკუთარ აყენებს. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს. ხოჯევანიშვილი მათი გუნდის მიერ დაყენებული ინიციატივის დაჩქარებული წესით განხილვის უარყოფაზე აკეთებს განცხადებას, რომელიც ადგილობრივ თვითმმართველობის კოდექსში ცვლილებების შეტანას გულისხმობდა. "ოცნება” უკვე დიდი ხანია ერთპიროვნულად იღებს გადაწყვეყილებებს არა ქვეყნის, არამედ მხოლოდ...
ხუნევში საბავშვო ბაღის მშენებლის გამოსავლენად შერჩევა-შეფასების პროცესი მიმდინარეობს. ტენდერში წინადადებების მიღება, რომელიც ხარაგაულის თვითთმართველობამ გამოაცხადა, 17 დეკემბერს, დასრულდა. ამის შესახებ ჩემი ხარაგაული წერს. მერიის შესყიდვებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის,ზურაბ იჩიქიტიძესგან მოპოვებული ინფორმაციით, ამჟამად დოკუმენტაციის წარმოდგენას ითხოვენ ამხანაგობა „ბარსონბილდისგან“, რომელმაც ტენდერში მონაწილეთაგან ყველაზე დაბალი ფასი – 588000 ლარი დააფიქსირა. ხუნევში საბავშვო ბაღი 30 აღსაზრდელზე ევროკავშირის დაფინანსებით, საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში, შენდება. სატენდერო...
21 დეკემბერს სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED) 2021 წლის მუნიციპალიტეტის ორგანოების არჩევნების მონიტორინგის საბოლოო ანგარიში წარადგინა. ანარიშის მიხედვით, მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები იყო მეტნაკლებად კონკურენტული, კენჭისყრის დღე ტექნიკურად, ძირითადად, კარგად ადმინისტრირებული. თუმცა, მმართველი პარტიის ხელში კონცენტრირებულმა ფინანსურმა და ადმინისტრაციულმა რესურსმა ხელი შეუშალა თანაბარი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფას. საარჩევნო გარემო დააზიანა პოლიტიკური ნიშნით ზეწოლის, მუქარის, სამსახურიდან გათავისუფლების ან წასვლის იძულების ფაქტების სიმრავლემ და მათზე...
თელავი-თბილისის დამაკავშირებელ გხაზე, რომელიც გომბორის უღელტეხილზე გადის, გვირაბი აღარ აშენდება. აღსანიშნავია, რომ გვირაბის მშენებლობა რამდენჯერმე დაანონსდა, თუმცა, როგორც „კომერსანტს“ საავტომობილო გზების დეპარტამენტში განუცხადეს, ამჟამად შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის კმ33-კმ59 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების პროცესი მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც უღელტეხილზე გვირაბის მშენებლობა დაგეგმილი არ არის. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თელავიდან თბილისში საავტომობილო გზით მოხვედრა 2 მარშრუტითაა შესაძლებელი, გურჯაანზე გამავალით, რომელიც 150...
ქუთაისის მერია მუნიციპალური ტრანსპორტის ხარჯებისა და შემოსავლების შესახებ ინფორმაციას არ ასაჯაროებს, - ამის შესახებ ინფორმაციას "ქუთაისი პოსტი" ავრცელებს. "მიმდინარე წლის 2 დეკემბერს მერიას წერილობით მივმართეთ და ვკითხეთ: რა თანხა მიიღო შემოსავლის სახით შპს "ქუთაისის სატრანსპორტო კომპანიამ" და რამდენია ხარჯი? რამდენი მძღოლი ჰყავს კომპანიას და რამდენია მათი ანაზღაურება? რა რაოდენობის საწვავი მოიხმარა მუნიციპალურმა ტრანსპორტმა მისი ფუნქციონირების დაწყების დღიდან ამ დრომდე? რამდენი...
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორში ფიროსმანის ქუჩის გზის რეაბილიტაცია სრულდება. სარეაბილიტაციო სამუშაოები მერის პირველმა მოადგილემ დავით დურგლიშვილმა დაათვალიერა და დასრულების პროცესს ადგილზე გაეცნო. გზის რეაბილიტაცია, რომელიც რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება, 1516 მეტრის მანძილზე ორფენოვანი ასფალტის საფარის დაგებას და სანიაღვრის მოწყობას ითვალისწინებს. განახლებული გზით 2000 ბენეფიციარი ისარგებლებს.
„ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის №40/ნ ბრძანებაში ცვლილებები შევიდა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით, საგნობრივ ჯგუფებში გაერთიანებული საგნების სია ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა. საზოგადოებრივი მეცნიერებების საგნობრივ ჯგუფში გაერთიანებულია შემდეგი სავალდებულო საგნები: ა) მე და საზოგადოება (ისწავლება III-IV კლასებში); ბ) ჩვენი საქართველო (ისწავლება V-VI კლასებში); გ) ისტორია (მოიცავს საქართველოსა და მსოფლიო ისტორიის საკითხებს და ისწავლება...
შუახევში ტურისტული მნიშვნელობის საავტომობილო გზის რეაბილიტაციის პროექტი დასრულდა. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს. შუახევი-ჩირუხის საავტომობილო გზაზე 3 კილომეტრზე მეტ მონაკვეთზე  ორფენიანი ასფალტობეტონის საფარი დაიგო. მოეწყო ბეტონის და გაბიონის საყრდენი კედლები, სანიაღვრე არხები, მილები, დამცავი ზღუდარები. მოხდა გზის ჰორიზონტალური მონიშვნა. არსებული გზა ერთმანეთთან აკავშირებს დღვანის, ოლადაურისა და შუბნის თემებს.  
ქარტიისთვის მოწოდებული ინფორმაციით, 2021 წლის 17 დეკემბერს, კასპის საკრებულოს სხდომაზე არ შეუშვეს ტელეკომპანიების, „მთავარი არხის”, „TV პირველისა” და „ფორმულას” გადამღები ჯგუფები. ჟურნალისტების თქმით, მათთვის არ უჩვენებიათ რაიმე დოკუმენტი, რის საფუძველზეც არ მისცეს საშუალება, გაეშუქებინათ სხდომა, რომელზეც საკრებულო კასპის 2022 წლის ბიუჯეტს განიხილავდა. ვიდეოში, რომელიც დარბაზში საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა გადაიღეს და შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა გაავრცელა, ისმის, რომ საკრებულოს თავმჯდომარე  შეზღუდვის...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ