2022 წელს რუსთავის მუნიციპალიტეტი სამი ნაძვის ხით ხვდება. ინფორმაციას ინფო რუსთავი ავრცელებს.
მთავარი ნაძვის ხე ქალაქის ცენტრალურ მოედანზეა განთავსებული. მეორე ნაძვის ხე თეატრის უკანა სკვერშია განთავსებული.
ხოლო მესამე, რომელიც მუნიციპალიტეტმა წელს 15 000 ლარად შეიძინა, ახალგაზრდობის სკვერში დგას.
ნაძვისხეების განთავსება-აწყობაზე ააიპ “რუსთავსერვის ცენტრის” თანამშრომლებმა იზრუნეს და მათი განათება 25 დეკემბერს მოხდება.