შუახევში საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დასრულდა

377

შუახევში ტურისტული მნიშვნელობის საავტომობილო გზის რეაბილიტაციის პროექტი დასრულდა. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.

შუახევი-ჩირუხის საავტომობილო გზაზე 3 კილომეტრზე მეტ მონაკვეთზე  ორფენიანი ასფალტობეტონის საფარი დაიგო. მოეწყო ბეტონის და გაბიონის საყრდენი კედლები, სანიაღვრე არხები, მილები, დამცავი ზღუდარები. მოხდა გზის ჰორიზონტალური მონიშვნა. არსებული გზა ერთმანეთთან აკავშირებს დღვანისოლადაურისა და შუბნის თემებს.