ხუნევში საბავშვო ბაღის მშენებლის გამოსავლენად შერჩევა-შეფასების პროცესი მიმდინარეობს. ტენდერში წინადადებების მიღება, რომელიც ხარაგაულის თვითთმართველობამ გამოაცხადა, 17 დეკემბერს, დასრულდა. ამის შესახებ ჩემი ხარაგაული წერს.
მერიის შესყიდვებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის,ზურაბ იჩიქიტიძესგან მოპოვებული ინფორმაციით, ამჟამად დოკუმენტაციის წარმოდგენას ითხოვენ ამხანაგობა „ბარსონბილდისგან“, რომელმაც ტენდერში მონაწილეთაგან ყველაზე დაბალი ფასი – 588000 ლარი დააფიქსირა.
ხუნევში საბავშვო ბაღი 30 აღსაზრდელზე ევროკავშირის დაფინანსებით, საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში, შენდება.
სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, ამ საბავშვო ბაღის მშენებლობა ხელშეკრულების გაფორმებიდან 147 კალენდარულ დღეში უნდა დასრულდეს.