გარდაბანში დავით აღმაშენებლის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

389

პროგრამის “განახლებული რეგიონები” ფარგლებში,  ქვემო ქართლში პროგრამით დაფინანსებულ პროექტებს შორისაა გარდაბანში დავით აღმაშენებლის ქუჩის რეაბილიტაცია.

გარდაბნის მუნიციპალიტეტში სამუშაოები 2021 წლის ზაფხულში დაიწყო და გრძელდება.

მიმდინარე სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პირველმა მოადგილე გიორგი ციბაძემ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა.

„განახლებული რეგიონების“ 4-წლიანი პროგრამა საქართველოს 63 მუნიციპალიტეტს მოიცავს და მისი მხოლოდ პირველი ეტაპის საორიენტაციო ღირებულება 500 მილიონი ლარია. პროგრამა ითვალისწინებს რეგიონების ურბანულ განახლებას, რაც სახელმწიფოს, მუნიციპალიტეტის და კერძო საკუთრებაში არსებული მნიშვნელოვანი ობიექტის განვითარებას გულისხმობს.

პროგრამით დაფინანსებული პროექტები მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების უშუალო ჩართულობით სპეციალურმა კომისიამ დაამტკიცა, ხოლო სამშენებლო კომპანიები, მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებული ელექტრონული ტენდერებით შეირჩა.