რუსთავის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, გაგა აფციაურის განცხადებით, 17:00 საათის მონაცემებით, 17:00 საათისთვის რუსთავის 84 საარჩევნო უბანზე 23 317 ამომრჩეველია მისული, რაც 21,94%-ია. გარდაბანში კი 8 575 ამომრჩეველი დაფიქსირდა, რაც აქტივობის 25%-ია. ჯამში, 17:00 საათისთვის დაფიქსირებულია 31 892 ამომრჩეველი, რაც არის 22,78%. მისივე ინფორმაციით, არჩევნები რუსთავში მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, არც საუბნო და არც საოლქო საარჩევნო კომისიაში არცერთი საჩივარი და განცხადება...
ცესკო-ს ინფორმაციით, გარდაბანსა და რუსთავში ამ დრომდე არცერთი საჩივარი არ დაწერილა, ხოლო ბათუმის ოლქში 5 საჩივარია დაწერილი. ცესკოს სპიკერის ნათია იოსელიანის ინფორმაციით, 5-ვე საჩივარი არასამთავრობო ორგანიზაციებმა დაწერეს. „ამ დრომდე როგორც რუსთავში, ისე გარდაბანში არცერთი საჩივარი არ დაფიქსირებულა. რაც შეეხება ბათუმს, №79 საოლქო საარჩევნო კომისიაში 5 საჩივარია შესული, მათ შორის 2 წარდგენილია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“, სამი კი „სამართლიანი არჩევნების“ მიერ. საჩივრები ეხება...
ცესკო არასამთავრობო ორგანიზაციებს მოუწოდებს, დარღვევის ან ხარვეზის დაფიქსირების შემთხვევაში, განცხადება/საჩივრები დაწერონ და საკითხი სამართლებრივ ჭრილში უბანზევე არ გადაიყვანონ. როგორც ცესკოს სპიკერმა ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა, ყველა საჩივარზე რეგისტრაციიდან 4 დღის ვადაში რეაგირება მოხდება. „ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ კენჭისყრის პროცესს ხელი არ შეეშალოს, მაქსიმალურად მოვუწოდებთ ყველა ჩართულ მხარეს და გვესმის, რომ უბანი არ არის ისეთ ფართში განთავსებული, რომ შესაძლებლობა იყოს თავისუფლად გადაადგილების, მაგრამ...
ბათუმის 79-ე საოლქო საარჩევნო კომისიის იურისტის, ზვიად სურმანიძის განცხადებით, მეოთხე სამაჟორიტარო ოლქში 15:00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა 33,32 პროცენტი ფიქსირდება. როგორც სურმანიძემ აღნიშნა, საარჩევნო უბნებზე მოქალაქეთა მაღალი აქტივობა შეინიშნება. „15 საათის მონაცემებით, საოლქო კომისიაში 4 საჩივარია შესული. სამი ეხება დისციპლინარული პასუხისმგებლობის დაკისრებას, ერთი კი სამართალდარღვევის ოქმის შედგენას. ოთხივე მათგანი არის პროცედურული ხასიათის და არჩევნების შედეგებზე ვერანაირ გავლენას ვერ იქონიებს. რაც შეეხება 15...
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, გიორგი ბოტკოველის განცხადებით, ბათუმის 89-ე საარჩევნო უბანზე არჩევნები დარღვევებით მიმდინარეობს. ბოტკოველის თქმით, ადგილი ჰქონდა როგორც ტექნიკურ პრობლემას, ასევე ამომრჩევლის მხრიდან ორი ბიულეტენის გამოყენებას. აღნიშნულ უბანზე რეგისტრაციის ერთ-ერთი მანქანა გათიშულია. „89-ე უბანი „ქართული ოცნებისთვის" პირდაპირი სამიზნეა, რადგან ეს სწორედ ის უბანია, სადაც რამდენიმე ასეული ადამიანი დღეების წინ მიაწერეს. ფიქრობენ, რომ ის მიწერილი ადამიანები მათზე გააკეთებენ არჩევანს. ამ ადამიანებს...
„სამართლიანმა არჩევნებმა” შუალედურ არჩევნებზე გამოვლენილი დარღვევების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა. ორგანიზაციის ინფორმაციით, დაფიქსირებული დარღვევებისა და ტენდენციების  უმეტესობა ბათუმში მიმდინარე შუალედურ არჩევნებს უკავშირდება. isfed-ის ცნობით, როგორც რუსთავისა და გარდაბნის, ისე ბათუმის საარჩევნო ოლქში ორგანიზაციის დამკვირვებლებს შესვლისა და დაკვირვების უფლება ყველა საარჩევნო უბანზე შეუზღუდავად მიეცათ. "ბათუმის #89, #90, #92 და #100 საარჩევნო უბნებზე ფართის სიმცირისა და უბანზე ყოფნის უფლების მქონე პირების სიმრავლის გამო, შეინიშნება...
ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერის ნათია იოსელიანის ინფორმაციით, ამ დროისთვის, შუალედურ არჩევნებზე მხოლოდ ერთი საჩივარია დაწერილი. როგორც იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა, ის არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა დაწერა და პროცედურულ საკითხს ეხება. "ამ დროისთვის, ჩვენი მონაცემებით ერთადერთი საჩივარია დაწერილი ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიაში. ეს ეხება პროცედურულ საკითხს და ის „სამართლიანმა არჩევნებმა“ დაწერა. უფრო მეტ დეტალს ამასთან დაკავშრებით შემდეგ ბრიფინგზე მოგახსენებთ", - განაცხადა იოსელიანმა. შეგახსენებთ, რომ დღეს...
12:00 საათისთვის, შუალედურ არჩევნებზე მივიდა სულ 19 610 ამომრჩეველი, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 12,2%-ია, - ამის შესახებ ცესკოს სპიკერმა, ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა. როგორც იოსელიანმა აღნიშნა, ბათუმში 12:00 საათისთვის საარჩევნო უბნებზე მივიდა 3 872 ამომრჩეველი (18,8%); ხოლო რუსთავსა და გარდაბანში - 15 738 (11,2%). „საარჩევნო ადმინისტრაცია უზრუნველყოფს არჩევნების სანდოობის მაღალ ხარისხს და გამჭვირვალე გარემოს. ამ მიზნით საარჩევნო უბნებზე განთავსებულია ხმის მიცემის მოდიფიცირებული...
წინა სტატია არანაირ სააგიტაციო მინიშნებას არც ჩარჩო ფორმაზე და არც ბიულეტენზე ადგილი არ აქვს, - ასე გამოეხმაურა ცესკოს სპიკერი, ნათია იოსელიანი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, მირდატ ქამადაძის ბრალდებას,  რომ საარჩევნო ბიულეტენის ჩარჩო ფორმაზე კონკრეტული პარტიის მხარდასაჭერად მინიშნებაა გაკეთებული, რითაც ცესკო არჩევნების გაყალბებაშია ჩართული. მისი თქმითვე, ბათუმში ელექტრონული ტექნოლოგიების საპილოტე პროექტი წარმატებულად მიმდინარეობს და ამ საკითხით მანიპულირების მცდელობა საარჩევნო პროცესს ვერ...
„ქართული ოცნების“ ბათუმის შტაბის ხელმძღვანელი ირაკლი ჭეიშვილი არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ ე.წ. ოცნების ქალაქთან „ძველი ბიჭები“ არიან მობილიზებულები, რომლებიც ამომრჩევლებზე ზეწოლას ახდენენ. როგორც ჭეიშვილმა ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადა, „ძველ ბიჭებთან“ დაკავშირებით რიტორიკა ყოველ არჩევნებზეა, თუმცა, არცერთი ასეთი ფაქტი არ დადასტურდა. „ყოველ წელს გვესმის, თითქოს „ძველი ბიჭებით“ და კრიმინალების დახმარებით ვიგებთ არჩევნებს და სხვა შემთხვევაში ფონს ვერ გავდივართ. არცერთი ასეთი ფაქტი არ დადასტურებულა. ეს...
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, რომელიც შუალედურ არჩევნებს აკვირდება, 12 საათისთვის დაფიქსირებული დარღვევები გამოაქვეყნა. ორგანიზაციის ინფორმაციით, საარჩევნო უბნების უმრავლესობა დროულად გაიხსნა. გამონაკლისი იყო ორი უბანი, ბათუმის 23-ე და 76-ე უბნები, სადაც ვერიფიკაციის აპარატს ტექნიკური პრობლემა შეექმნა. თუმცა, იგი მალევე აღმოიფხვრა და ამომრჩევლებს, 08:16 წუთზე, ორივე უბანზე, შეეძლოთ ხმის მიცემა. Რამდენიმე უბანზე დაირღვა საარჩევნო უბნების მოწყობის წესი, რადგან ამომრჩეველთა რაოდენობა 1500-ს...
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრის, მირდატ ქამადაძის განცხადებით, ბათუმში შუალედური არჩევნები არასამართლიან ვითარებაში მიმდინარეობს. ქამადაძის თქმით, რამდენიმე უბანზე ამომრჩეველთა რაოდენობა ხელოვნურადაა გაზრდილი. „შუალედური არჩევნები უთანასწორო, არათანაბარ, უსამართლო მდგომარეობაში მიმდინარეობს. 2 ოქტომბრიდან დღევანდელ დღემდე ამ ოლქში 1053 ახალი ამომრჩეველი გაჩნდა. ერთ კონკრეტულ უბანზე - 89-ე უბანზე 444 ახალი ამომრჩეველი გაჩნდა, ერთ-ერთ უბანზე 402 ახალი ამომრჩეველი გაჩნდა, ეს ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ არჩევნების სამართლიანობაზე,...
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილის, გიორგი სიორიძის ინფორმაციით, ბათუმში, საარჩევნო უბნებში, საარჩევნო პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს. გიორგი სიორიძე იმედოვნებს, რომ თუ საარჩევნო უბნების გარე პერიმეტრზე აგიტაციის შემთხვევა იქნება, სადამკვირვებლო ორგანიზაციები და სახელმწიფო ორგანოები რეაგირებას მოახდენენ. „არჩევნები მხოლოდ პროცედურა არ არის. პროცედურის ნაწილში, რომ მაინც ვყოფილიყავით დაზღვეულები, ყველა ოპოზიციური პარტია, რომელიც უფლებამოსილი იყო საარჩევნო ადმინისტრაციაში დაენიშნა წევრი, ერთიანი იყო - შევთანხმდით, დაგვენერგა ტექნოლოგიები,...
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ბათუმის მე-4 სამაჟორიტარო ოლქის ამომრჩევლებს აქტიურობისკენ მოუწოდებს. როგორც რიჟვაძემ ბრიფინგზე აღნიშნა, შუალედური არჩევნები ბათუმის საკრებულოში მყარი უმრავლესობის ფორმირების ბედს განსაზღვრავს და მნიშვნელოვანია ბათუმის განვითარებისა და სტაბილურობისთვის. „დღეს ბათუმში ტარდება ძალიან მნიშვნელოვანი შუალედური არჩევები, რომელიც განსაზღვრავს ბათუმის საკრებულოში მყარი უმრავლესობის ფორმირების ბედს. მინდა, მივმართო თითოეულ ბათუმელს, ვისაც ამ არჩევნებში მონაწილეობა შეუძლია. ჩემო ძვირფასო ბათუმელებო, განსაკუთრებით მე-4 სამაჟორიტარო ოლქის ამომრჩევლებს მინდა...
ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ციალა შავაძის განცხადებით, 10:00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობა 8,17%-ს შეადგენს. შავაძის თქმითვე, 14 საარჩევნო უბნიდან მცირე ტექნიკური ხარვეზი მხოლოდ 2 უბანზე იყო. „საერთო ჯამში, 14-ვე უბანზე მოსულ ამომრჩეველთა რაოდენობა შეადგენს 1686-ს, რაც ოლქში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა 8,17%-ია. ორ უბანზე, მცირე, უმნიშვნელო ტექნიკური ხარვეზი იყო ვერიფიკაციის აპარატთან დაკავშირებით, რაზეც ტექნიკურმა ჯგუფმა იმუშავა და ეს ხარვეზი დაუყოვნებლივ იქნა აღმოფხვრილი. მე-4 მაჟორიტარულ საარჩევნო...
დღეს, 2 აპრილს, ორ მაჟორიტარულ ოლქში საქართველოს პარლამენტისა და საკრებულოს შუალედური არჩევნები მიმდინარეობს. რუსთაველები - საქართველოს პარლამენტის, ხოლო ბათუმელები საკრებულოს წევრს ირჩევენ. ცესკო-ს ინფორმაციით, შუალედური არჩევნების ჩასატარებლად სრულ მზადყოფნაშია 135 საარჩევნო უბანი, მათ შორის, რუსთავსა და გარდაბანში 121 (პენიტენციურ დაწესებულებებში შექმნილი 3 უბანი და 1 ე.წ. კოვიდუბანი), ხოლო ბათუმში 14 საარჩევნო უბანი. საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებს გავლილი აქვთ ტრენინგები და...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ