15:00 საათის მონაცემებით, ბათუმის მეოთხე სამაჟორიტარო ოლქში ამომრჩეველთა 33,32% პროცენტი ფიქსირდება

504

ბათუმის 79-ე საოლქო საარჩევნო კომისიის იურისტის, ზვიად სურმანიძის განცხადებით, მეოთხე სამაჟორიტარო ოლქში 15:00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა 33,32 პროცენტი ფიქსირდება.

როგორც სურმანიძემ აღნიშნა, საარჩევნო უბნებზე მოქალაქეთა მაღალი აქტივობა შეინიშნება.

„15 საათის მონაცემებით, საოლქო კომისიაში 4 საჩივარია შესული. სამი ეხება დისციპლინარული პასუხისმგებლობის დაკისრებას, ერთი კი სამართალდარღვევის ოქმის შედგენას. ოთხივე მათგანი არის პროცედურული ხასიათის და არჩევნების შედეგებზე ვერანაირ გავლენას ვერ იქონიებს. რაც შეეხება 15 საათის აქტივობას, 33,32 პროცენტია ამ ეტაპისთვის, ეს კი საკმაოდ მაღალი აქტივობაა”, – განაცხადა ზვიად სურმანიძემ.

ეგახსენებთ, დღეს ბათუმის საკრებულოს შუალედური არჩევნები მიმდინარეობს. მეოთხე სამაჟორიტარო ოლქში შუალედური არჩევნების ჩატარება მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც ბათუმის ახალი მოწვევის საკრებულოს დეპუტატი ნუგზარ ფუტკარაძე არჩევნებიდან რამდენიმე კვირაში გარდაიცვალა.

ბათუმის საკრებულოს მაჟორიტარი წევრობისთვის 2 კანდიდატი იბრძვის – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ მათე ფუტკარაძე და „ქართული ოცნებიდან“ რამაზ ჯინჭარაძე.