ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ციალა შავაძის განცხადებით, 10:00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობა 8,17%-ს შეადგენს.
შავაძის თქმითვე, 14 საარჩევნო უბნიდან მცირე ტექნიკური ხარვეზი მხოლოდ 2 უბანზე იყო.
„საერთო ჯამში, 14-ვე უბანზე მოსულ ამომრჩეველთა რაოდენობა შეადგენს 1686-ს, რაც ოლქში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა 8,17%-ია.
ორ უბანზე, მცირე, უმნიშვნელო ტექნიკური ხარვეზი იყო ვერიფიკაციის აპარატთან დაკავშირებით, რაზეც ტექნიკურმა ჯგუფმა იმუშავა და ეს ხარვეზი დაუყოვნებლივ იქნა აღმოფხვრილი.
მე-4 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საკრებულოს შუალედური არჩევნები იმართება ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით, რაც იმას გულისხმობს, რომ კენჭისყრის შენობაში გამოვიყენებთ როგორც ვერიფიკაციის, ასევე ხმის მთვლელ აპარატებს. ვერიფიკაციის აპარატზე ამომრჩეველი რეგისტრატორ კომისიის წევრთან გაივლის რეგისტრაციას, ხოლო ხმის მთვლელი აპარატი ავტომატურად დაითვლის ნამდვილ, ბათილ ხმებს და მოგვცემს წინასწარ შედეგებს”,- განაცხადა შავაძემ.