იგეგმება თუ არა დედაქალაქში რამდენიმესართულიანი პარკირების მოწყობა - ამ კითხვით საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა კახა კახიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარეს მაია ბითაძეს მიმართა, რომელიც „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს წარადგენდა. ინფორმაციას BM.GE ავრცელებს.
კახა კახიშვილმა ძველ თბილისში პარკირების ადგილების სიმცირეზე ისაუბრა.
„ერთი მხრივ, პარკირების საფასურს და ჯარიმებს ვზრდით, მეორე მხრივ, ხომ არ უნდა ვიფიქროთ პარკირების...
რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ახალმა, ე.წ. პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა ხელი მოაწერა ე.წ. მთავრობის გადადგომის განკარგულებას და მის წევრებს მოვალეობის დროებით შესრულება დაავალა. ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს.
ალან გაგლოევის მიერ ახალი შემადგენლობის დაკომპლექტებამდე, ე.წ. მთავრობას ისევ გენადი ბეკოევი უხელმძღვანელებს. გაგლოევი "პრეზიდენტის" უფლებამოსილების შესრულებას 24 მაისიდან, ცხინვალში გამართული "ინაუგურაციის" შემდეგ შეუდგა.
რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 8...
დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების გამო, ტრანსპორტის მოძრაობის სქემაში დამატებითი ცვლილებები შედის. დაგეგმილი ღონისძიებებიდან გამომდინარე, რუსთაველის გამზირზე სატრანსპორტო მოძრაობა დროებით არის შეზღუდული. შეზღუდვა 26 მაისის ჩათვლით იმოქმედებს.
თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, გადაადგილება უკვე შეზღუდულია კოტე აფხაზისა და შალვა დადიანის ქუჩებიდან, თავისუფლების მოედნის მიმართულებით. კერძო სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება დასაშვებია ლეონიძის, ინგოროყვას, გრიბოედოვის, ბარათაშვილისა და თაბუკაშვილის ქუჩების, ასევე, ჭავჭავაძის გამზირის დახმარებით. დამატებითი ცვლილება...
გურჯაანის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის პროექტი "თანამედროვე ტექნოლოგიური პროფესიები" იწყება. პროექტის ფარგლებში ახალგაზრდები კომპიუტერული უნარების საბაზისო და საფუძვლიან ტრენინგებს გაივლიან.
ტრენინგი ჩატარდება ორ ეტაპად:
პირველ ეტაპზე, მიღებული აპლიკაციების საფუძველზე შერჩეული მონაწილეები გაივლიან კომპიუტერული უნარების საბაზისო ტრენინგებს, რომელიც ექვსი 2-საათიანი ლექცია-სემინარისგან და პროექტის პრეზენტაციისგან შედგება, რომლის დასრულების შემდეგაც ყველა მონაწილე მიიღებს საბაზისო ტრენინგის სერტიფიკატს.
მეორე ეტაპზე კი, ტრენინგჯგუფის მონაწილეები არჩევითი ტრენინგებიდან ერთ-ერთს შეარჩევენ:
ნარატივ...
წნორში მეგობრობის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია დასრულდა.
როგორც სიღნაღის მერიაში აცხადებენ, პროექტის მიხედვით, 969 მეტრის მანძილზე ასფალტის საფარი და სანიაღვრე მოეწყო.
გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და სიღნაღის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა. სამუშაოებისთვის ჯამურად 760 659 ლარი დაიხარჯა.
https://www.facebook.com/CityHallOfSighnaghiMunicipality/posts/368558235305837
ქალაქ ყვარელში არსებული სპორტსკოლის საჭიდაო დარბაზის სრული რეაბილიტაცია დასრულდა, - ამის შესახებ ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
როგორც ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, აღნიშნული სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა და სარეაბილიტაციო სამუშაოების სახელშეკრულებო ღირებულება 107 000 ლარს შეადგენს.
სარეაბილიტაციო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია "შპს თეგიმ" შეასრულა.
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ავლევში საბავშვო ბაღის სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარეობს
"პროექტის ფარგლებში მოეწყო საბავშვო ბაღის ფუნქციონირებისათვის აუცილებელი ოთახები, წყალმომარაგება-კანალიზაცია, გათბობის სისტემა. შემოიღობა და კეთილმოეწყო საბავშვო ბაღის ეზო, აქვე განთავსდა საბავშვო ატრაქციონები. ამჟამად მიმდინარეობს ფასადის სამღებრო სამუშაოები.
პროექტი დაფინანსდა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტით. სამუშაოებს შპს "მშენბენი“ აწარმოებს", - განმარტავენ ქარელის მერიაში.
https://www.facebook.com/BoardofKareliMunicipality/posts/4813379795451668
ხაშურში სამუსიკო სკოლის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა მიმდინარეობს.
როგორც მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, პროექტის ფარგლებში ტერიტორია მოპირკეთდება ფილებით, მოეწყობა შადრევანი, დამონტაჟდება დასასვენებელი სკამები, მოეწყობა პარკინგი. ტერიტორია გამწვანდება და მოეწყობა კიბე რომელიც სიმბოლურად კლავიატურას გამოხატავს.
„სამუსიკო სკოლის ეზოს კეთილმოწყობის შედეგად ჩვენს ქალაქს კიდევ ერთი მოწესრიგებული დასასვენებელი სივრცე შეემატება, რაც არამხოლოდ სამუსიკო სკოლის პედაგოგებისთვის, მოსწავლეებისა და მათი მშობლებისთვისაა მნიშვნელოვანი, არამედ სკოლის მიმდებარე უბნის მოსახლეობისთვის და...
ქუთაისში კუპრაძის ქუჩაზე საგზაო-ინფრასტრუქტურული სამუშაოები დასასრულს უახლოვდება. გზის სარეაბილიტაციო სამუშოები საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში 1 223 300 ლარით დაფინანსდა
როგორც ქუთაისის მერიაში განმარტავენ, გზის სავალ ნაწილზე მთლიანად შეიცვალა ასფალტო-ბეტონის საფარი, მოეწყო დახურული ტიპის ახალი სანიაღვრე სისტემა და ეზოებში შესასვლელები. ასევე, მოწესრიგდება ტროტუარი.
მათივე ცნობით, კუპრაძის ქუჩაზე სამუშაოებს შპს "გზამშენი XXI“ აწარმოებს.
საარქივო კვლევის შედეგად მომზადებულ წიგნში - "ქალაქი. საქალაქო თითმმართველობის რეფორმა და მუნიციპალური პოლიტიკა საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში. 1917-1921" - მოთხრობილია საქართველოში საქალაქო თვითმმართველობის ჩამოყალიბების იმ რთული ისტორიული პროცესის შესახებ, რომელიც ჯერ კიდევ რუსეთის იმპერიაში დაიწყო და უამრავი წინააღმდეგობის ფონზე მიმდინარეობდა, შემდეგ კი დამოუკიდებელ საქართველოში ახალი შემართებითა და ენთუზიაზმით, თამამი მიდგომებითა და გადაწყვეტილებებით გაგრძელდა.
სამწუხაროდ, საბჭოთა ოკუპაციის გამო განვითარებისათვის საჭირო ეტაპების გავლა...
ქალაქ სენაკში ვახტანგ მეფის ქუჩაზე გზის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, ძველი, გაუვალი საფარი, ასფალტის ახალი საფარით იცვლება.
"მნიშვნელოვანია, რომ რეაბილიტაცია ასევე უტარდება წყალმომარაგების სისტემას. სამუშაოების დასრულების შემდეგ, 70 ოჯახი სასმელი წყლით იქნება უზრუნველყოფილი. პროექტის ღირებულება 265 386 ლარს შეადგენს.
სენაკის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, სარეაბილიტაციო სამუშაოები ერთდროულად რამდენიმე მისამართზე მიმდინარეობს და ეტაპობრივად, მთელ მუნიციპალიტეტს მოიცავს", - განმარტავენ მერიაში.
https://www.facebook.com/CityHallOfSenakiMunicipality/posts/2562265497238381
ხაშურის მუნიციპალიტეტში მონაწილეობითი ბიუჯეტირების პირველი ეტაპი, საპროექტო იდეების მიღება, დასრულებულია.
24 მაისს მონაწილეობითი ბიუჯეტის საბჭოს მორიგი სხდომა ჩატარდა, რომელსაც ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნინო ლიპარტელიანი, ხაშურის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ზვიად ქურდაძე და საბჭოს სხვა წევრები ესწრებოდნენ.
"საბჭომ იმსჯელა მონაწილეობითი ბიუჯეტირების პირველ ეტაპზე წარმოდგენილი განაცხადების შესახებ. განსახილველად შემოსულია 153 საპროექტო იდეა. აქედან 44 იდეა ქვიშხეთიდან, 32 იდეა – სურამიდან, ხოლო ყველაზე მეტი...
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყანდაურაში ახლადრეაბილიტირებული საბავშვო ბაღი გაიხსნა.
"შეცვლილია შენობის სახურავი და ხის კარებები. ასევე, ფანჯრები ჩანაცვლებულია მეტალოკონსტრუქციით. გარდა ამისა, დამუშავდა და შეიღება ფასადი, შენობის შიდა პერიმეტრზე კი ჩატარდა სარემონტო სამუშაოები და დამონტაჟდა ცენტრალური გათბობის სისტემა", - განმარტავენ მერიაში.
მათივე ცნობით, აღნიშნული სამუშაოები რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 291 658 ლარით დაფინანსდა.
"ჩვენი მიზანია, რომ ყველა ბაღში, სააღმზრდელო პროცესი წარიმართოს შესაბამის გარემოში, დამონტაჟდეს...
მარნეულის კულტურის ცენტრის მიერ დაგეგმილი მულტიეთნიკური ფესტივალი "შინის" კულტურული ღონისძიების ორგანიზებისათვის 22 000 ლარიანი ტენდერი გამოცხადდა. იგივე ტენდერი კულტურის ცენტრმა 11 მაისსაც გამოაცხადა, თუმცა, პრეტენდენტის მიერ დაუზუსტებელი ინფორმაციის გამო, ტენდერი შეწყდა. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს.
ახალი ტენდერი 20 მაისით თარიღდება, რომლის მიხედვითაც მუნიციპალიტეტი გეგმავს თევზის, სოკოს, მთვარისა და გულის ფორმის ბუტაფორიების შესყიდვას. იგეგმება ვინტაჟური ავეჯის, რეტრო სარკის, დეკორატიული ფიგურების, ჭაღების...
ქობულეთის მერიამ ექვს ვაკანტურ პოზიციაზე კონკურსი გამოაცხადა.
"ვაკანტურია ზედამხედველობის, ინფრასტრუქტურის სამსახურების ხელმძღვანელების, შიდა აუდიტის სამსახურის განყოფილების უფროსისა და ამავე განყოფილებაში უფროსი სპეციალისტების პოზიციები", - განმარტავენ მერიაში.
როგორც მერიაში აცხადებენ, განაცხადები 28 მაისის ჩათვლით მიიღება.
კონკურსი სამ ეტაპიანი იქნება, გამარჯვებულს კი საკონკურსო კომისია შეარჩევს.
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურომ წარმომადგენლობითი ორგანოს მორიგი სხდომის დღის წესრიგი დაამტკიცა.
ბიუროს გადაწყვეტილებით, საკრებულოს სხდომაზე მუნიცილაური ავტობუსების (M3 კატეგორია) მოძრაობის მარშუტების დამტკიცების შესახებ იმსჯელებენ, რომელიც 8 ითვალისწინებს სამარშრუტო მიმართულებას, რაც მოიცავს ქალაქ თელავსა და სოფლებს – ვარდისუბანს, კურდღელაურსა და შალაურს.
გარდა ამისა, წარმომადგენლობითი ორგანოს წევრები ასევე მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ტარიფისა და შეღავათების დადგენის შესახებ საკრებულოს დადგენილების პროექტს განიხილავენ.
პროექტის მიხედვით, შეღავათი შეეხება...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































