ქარელის სოფელ ავლევში საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

301

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ავლევში საბავშვო ბაღის სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარეობს

“პროექტის ფარგლებში მოეწყო საბავშვო ბაღის ფუნქციონირებისათვის აუცილებელი ოთახები, წყალმომარაგება-კანალიზაცია, გათბობის სისტემა. შემოიღობა და კეთილმოეწყო საბავშვო ბაღის ეზო, აქვე განთავსდა საბავშვო ატრაქციონები. ამჟამად მიმდინარეობს ფასადის სამღებრო სამუშაოები.

პროექტი დაფინანსდა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტით. სამუშაოებს შპს “მშენბენი“ აწარმოებს”, – განმარტავენ ქარელის მერიაში.