სენაკში ვახტანგ მეფის ქუჩაზე გზის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს

311

ქალაქ სენაკში ვახტანგ მეფის ქუჩაზე გზის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, ძველი, გაუვალი საფარი, ასფალტის ახალი საფარით იცვლება.

“მნიშვნელოვანია, რომ რეაბილიტაცია ასევე უტარდება წყალმომარაგების სისტემას. სამუშაოების დასრულების შემდეგ, 70 ოჯახი სასმელი წყლით იქნება უზრუნველყოფილი. პროექტის ღირებულება 265 386 ლარს შეადგენს.

სენაკის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, სარეაბილიტაციო სამუშაოები ერთდროულად რამდენიმე მისამართზე მიმდინარეობს და ეტაპობრივად, მთელ მუნიციპალიტეტს მოიცავს”, – განმარტავენ მერიაში.