ქუთაისში კუპრაძის ქუჩის სარეაბილიტაციოდ 1.2 მილიონზე მეტი იხარჯება

259

ქუთაისში კუპრაძის ქუჩაზე საგზაო-ინფრასტრუქტურული სამუშაოები დასასრულს უახლოვდება. გზის სარეაბილიტაციო სამუშოები საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში 1 223 300 ლარით დაფინანსდა

როგორც ქუთაისის მერიაში განმარტავენ, გზის სავალ ნაწილზე მთლიანად შეიცვალა ასფალტო-ბეტონის საფარი, მოეწყო დახურული ტიპის ახალი სანიაღვრე სისტემა და ეზოებში შესასვლელები. ასევე, მოწესრიგდება ტროტუარი.

მათივე ცნობით, კუპრაძის ქუჩაზე სამუშაოებს შპს “გზამშენი XXI“ აწარმოებს.