ხაშურში სამუსიკო სკოლის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა მიმდინარეობს

544

ხაშურში სამუსიკო სკოლის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა მიმდინარეობს.

როგორც მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, პროექტის ფარგლებში ტერიტორია მოპირკეთდება ფილებით, მოეწყობა შადრევანი, დამონტაჟდება დასასვენებელი სკამები, მოეწყობა პარკინგი. ტერიტორია გამწვანდება და მოეწყობა კიბე რომელიც სიმბოლურად კლავიატურას გამოხატავს.

„სამუსიკო სკოლის ეზოს კეთილმოწყობის შედეგად ჩვენს ქალაქს კიდევ ერთი მოწესრიგებული დასასვენებელი სივრცე შეემატება, რაც არამხოლოდ სამუსიკო სკოლის პედაგოგებისთვის, მოსწავლეებისა და მათი მშობლებისთვისაა მნიშვნელოვანი, არამედ სკოლის მიმდებარე უბნის მოსახლეობისთვის და ზოგადად, ქალაქის იერსახის გაუმჯობესებისთვის“, – განაცხადა ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა, თენგიზ ჩიტიაშვილმა.

პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის მხარდაჭერით ხორციელდება და მისი ღირებულება 317 747 ლარს შეადგენს.