გურჯაანელი ახალგაზრდებისთვის პროექტი “თანამედროვე ტექნოლოგიური პროფესიები” იწყება – განცხადებების მიღება დღეს სრულდება

510

გურჯაანის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის პროექტი “თანამედროვე ტექნოლოგიური პროფესიები” იწყება. პროექტის ფარგლებში ახალგაზრდები კომპიუტერული უნარების საბაზისო და საფუძვლიან ტრენინგებს გაივლიან.

ტრენინგი ჩატარდება ორ ეტაპად:

პირველ ეტაპზე, მიღებული აპლიკაციების საფუძველზე შერჩეული მონაწილეები გაივლიან კომპიუტერული უნარების საბაზისო ტრენინგებს, რომელიც ექვსი 2-საათიანი ლექცია-სემინარისგან და პროექტის პრეზენტაციისგან შედგება, რომლის დასრულების შემდეგაც ყველა მონაწილე მიიღებს საბაზისო ტრენინგის სერტიფიკატს.

მეორე ეტაპზე კი, ტრენინგჯგუფის მონაწილეები არჩევითი ტრენინგებიდან ერთ-ერთს შეარჩევენ:

  • ნარატივ დიზაინი (ჩეტბოტები);
  • Frontend დეველოპმენტი (HTML, CSS);
  • WordPress დეველოპმენტი;
  • Python დეველოპმენტი;

არჩევითი ტრენინგი 19 ორსაათიანი ლექცია-სემინარისგან და 1 პრაქტიკული პროექტის პრეზენტაციისგან შედგება.

განცხადებების გაგზავნა დღეს, 25 მაისს, 23:59 საათზე დასულდება.

პროექტის დასრულებისას გამარჯვებულებს ჟიური წარდგენილი პრაქტიკული პროექტების საფუძველზე გამოავლენს და მონაწილეებს სერტიფიკატებს გადასცემს.

პროექტს ა(ა)იპ “გურჯაანის სამუზეუმო და საბიბლიოთეკო” გაერთიანება, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა და სამსახურის მხარდაჭერით, ახორციელებს.