საგარეჯოს სოფელ ყანდაურაში ახლადრეაბილიტირებული საბავშვო ბაღი გაიხსნა

434

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყანდაურაში ახლადრეაბილიტირებული საბავშვო ბაღი გაიხსნა.

“შეცვლილია შენობის სახურავი და ხის კარებები. ასევე,  ფანჯრები ჩანაცვლებულია მეტალოკონსტრუქციით. გარდა ამისა, დამუშავდა და შეიღება ფასადი, შენობის შიდა პერიმეტრზე კი ჩატარდა სარემონტო სამუშაოები და დამონტაჟდა ცენტრალური გათბობის სისტემა”, – განმარტავენ მერიაში.

მათივე ცნობით, აღნიშნული სამუშაოები რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 291 658 ლარით დაფინანსდა.

“ჩვენი მიზანია, რომ ყველა ბაღში, სააღმზრდელო პროცესი წარიმართოს შესაბამის გარემოში, დამონტაჟდეს ცენტრალური გათბობის სისტემა და ოთახები აღიჭურვოს საჭირო ინვენტარით.
ამ მიმართულებით აქტიურად დავიწყეთ მუშაობა და აუცილებლად მივაღწევთ სასურველ შედეგს”, – განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა, ავთანდილ გულიკაშვილმა.