წნორში მეგობრობის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია დასრულდა.
როგორც სიღნაღის მერიაში აცხადებენ, პროექტის მიხედვით, 969 მეტრის მანძილზე ასფალტის საფარი და სანიაღვრე მოეწყო.
გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და სიღნაღის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა. სამუშაოებისთვის ჯამურად 760 659 ლარი დაიხარჯა.
https://www.facebook.com/CityHallOfSighnaghiMunicipality/posts/368558235305837