ქობულეთის მერიამ ექვს ვაკანტურ პოზიციაზე კონკურსი გამოაცხადა.
“ვაკანტურია ზედამხედველობის, ინფრასტრუქტურის სამსახურების ხელმძღვანელების, შიდა აუდიტის სამსახურის განყოფილების უფროსისა და ამავე განყოფილებაში უფროსი სპეციალისტების პოზიციები”, – განმარტავენ მერიაში.
როგორც მერიაში აცხადებენ, განაცხადები 28 მაისის ჩათვლით მიიღება.
კონკურსი სამ ეტაპიანი იქნება, გამარჯვებულს კი საკონკურსო კომისია შეარჩევს.