ყვარლის მერია: სპორტული სკოლის საჭიდაო დარბაზი გარემონტდა

789

ქალაქ ყვარელში არსებული სპორტსკოლის საჭიდაო დარბაზის სრული რეაბილიტაცია დასრულდა, – ამის შესახებ ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

როგორც ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, აღნიშნული სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა და  სარეაბილიტაციო სამუშაოების სახელშეკრულებო ღირებულება 107 000 ლარს შეადგენს.

სარეაბილიტაციო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია “შპს თეგიმ” შეასრულა.