ქობულეთში თავისუფლების 113 ნომერში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობას, სამხედრო კომისარიატის შენობას ქობულეთის მერია პირობიანი აუქციონის წესით ასხვისებს. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს. საინვესტიციო ღირებულება არანაკლებ მილიონი ლარი იქნება და პირობის მიხედვით, თანამედროვე ტიპის შენობა-ნაგებობა უნდა აშენდეს, სადაც 20% მრავალპროფილურ სამედიცინო დაწესებულებას დაეთმობა. ყოფილი კომისარიატის შენობაში განთავსებული ობიექტები, სოციალური მომსახურების სააგენტო და სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურები...
ქობულეთის ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე განთავსებულ ამფითეატრით სარგებლობა ფასიანი ხდება. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს. ტერიტორიაზე, სადაც ზაფხულობით ფესტივალები, კონცერტები და საჯარო შეხვედრები ტარდება, კონკრეტული ტარიფები დაწესდება. მისი  განკარგვის უფლება მხოლოდ ცენტრალური პარკის ადმინისტრაციას შეეძლება. 1-საათი სარეპეტიციო დრო 10 ლარის ოდენობით განისაზღვრა. იმ შემთხვევაში თუ იჯარით აიღებენ სამი საათი 500-ლარი ეღირება, სამ საათზე მეტი კი 700 ლარი. პანდემიის დროს ამფითეატრის სივრცე სხვადასხვა ღონისძიებების გასამართად...
წინა წლისგან განსხვავებით, მაღალმთიან აჭარაში იალაღებზე გადაადგილებისთვის მოიალაღე, მგზავრობის საფასურის ნაწილს თავად გადაიხდის. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს. ხულოს მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, რომ ცვლილება ახალი მიმართულებების დამატებამ გამოიწვია. ბეშუმისა და ვაშლოვანის მიმდებარე მთებში ტრანსპორტი ხვალიდან იმოძრავებს, ახალი მიმართულებები კი ეტაპობრივად დაემატება. მერიამ ბიუჯეტიდან წელს ამ პროგრამისთვის 35 ათასი ლარი გაითვალისწინა.
ფრიდონ ხალვაშის გამზირის რეაბილიტაცია, სავარაუდოდ, ივნისში დაიწყება. პირობის მიხედვით, მიმწოდებელი ვალდებულია, ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოები 7 თვეში დაასრულოს. 4 კილომეტრიანი მონაკვეთის სარეაბილიტაციოდ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული უკვე გამოვლენილია. შპს „ერ ტე დე-მ" საავტომობილო გზების დეპარტამენტს მომსახურების გაწევა 19 400 000 ლარად შეთავაზა. ტენდერის ღირებულება 22 206 512 ლარით იყო განსაზღვრული. გზის სავალი ნაწილის გარდა, ტროტუარებზე ასასვლელებში შშმ პირებისთვის უნდა მოეწყოს პანდუსები, დამონტაჟდეს 6 შუქნიშანი,...
მარნეულის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში, შესაძლოა, სათვალთვალო კამერები დაამონტაჟონ. როგორც მარნეულის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი, ზაურ ქარამოვი ამბობს, კამერები უკვე შეძენილი აქვთ და მშობლების სურვილის შემთხვევაში ოთახებში დამონტაჟდება. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს. "შეძენილი გვაქვს, დაახლოებით, 15 კამერა, თუ მშობელი მოგვმართავს განცხადბით იმ შემთხვევაში გაკეთდება ოთახებში. როცა რაიმე პრობლემა იქნება ბაღში, მაგალითად აღმზრდელის მხრიდან არასათანადო მოქცევა ბავშვის მიმართ და მშობელი განცხადებით მოვა სიტუაციის...
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაშმში, მწერალ რევაზ ინანიშვილის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია უახლოეს პერიოდში დაიწყება. უწყებამ სახლ-მუზეუმის რეკონსტრუქცია-აღდგენის სამუშაოების შესყიდვაზე, ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან კონტრაქტი გააფორმა. პროექტის ღირებულება 165 243 ლარია და ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან დაფინანსდება.
„თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ“ 22 მარტიდან 18 მაისის ჩათვლით პერიოდში ავტობუსითა და მეტროთი უბილეთოდ მგზავრობისთვის ჯამში 18 164 ელექტრონული საჯარიმო ქვითარი გამოიწერა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „თბილისის სატრანსპორტო კომპანიიდან“ გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის პასუხად აცნობეს. "ინტერპრესნიუსისთვოს" მიწოდებული ინფორმაციის მიხედვით, მათ შორის, 2022 წლის 22 მარტიდან 18 მაისის ჩათვლით მომსახურების ინტეგრირებულ სისტემაში ჩართული M2 კატეგორიის ავტობუსით უბილეთოდ მგზავრობისთვის შედგენილია 5367 ელექტრონული საჯარიმო ქვითარი. ამავე ინფორმაციის მიხედვით,...
ქუთაისის მერიაში ა(ა)იპ "ქუთაისის მუნიციპალური ინსპექცია" შეიქმნა. ქუთაისის მერიის ცნობით, ახალი სამსახურის უფროსად ქუთაისის მერმა, იოსებ ხახალეიშვილმა თვითმმართველობის წარმომადგენლებს დემურ ინანეიშვილი წარუდგინა. ამასთან, დემურ ინანეიშვილი ამ დრომდე მერიის ა(ა)იპ „სპეციალური სერვისების" დირექტორის მოადგილე იყო. ქუთაისის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „ქუთაისის მუნიციპალური ინსპექცია" მერიაში განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგად შეიქმნა. ამასთან, ახალ ა(ა)იპს ზედამხედველობის სამსახურის ფუნქციების გარდა, მუნიციპალური ქონების დაცვა, სალიცენზიო ან სანებართვო პირობების დარღვევასა...
ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში, ზუგდიდის კულტურის განვითარების სტრატეგიის დოკუმენტის პრეზენტაცია გაიმართა. „ზუგდიდის კულტურის განვითარების სტრატეგია ჩვენი მუნიციპალიტეტის ისტორიაში პირველად იქნა მიღებული. მადლობა მინდა გადავუხადო ევროკავშირს, კონკრეტულად პროექტს EU4Culture-ს რომლის დაფინანსებითაც აღნიშნული დოკუმენტი შემუშავდა და მის განხორციელებაში ჩართულ ყველა ორგანიზაციასა და ადამიანს, რომელმაც მიიღო მონაწილეობა და მხარდაჭერა გამოგვიცხადა ამ მიმართულებით. პროცესი იყო ძალიან საინტერესო, ჩართულობის უპრეცედენტო მასშტაბებით. სამი ძირითადი მიმართულება განსაზღვრა ამ დოკუმენტმა, ზუგდიდი,...
გორის ციხის მიმდებარედ გმირების მემორიალი გაძარცვეს და ლითონის ხმლები მოიპარეს. აღნიშნულ ფაქტს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი, ანი ბალიაშვილი გამოეხმაურა. “ევროკავშირის 2 მილიონიანი გრანტი გორის მუნიციპალიტეტს სწორედ, ტურისტული ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად გადაეცა, თუმცა ამ დრომდე, დაუცველია მთელი ეს ტერიტორია. არადა მოწესრიგების შემდეგ დაცვის სისტემის შემუშავება იყო შესაძლებელი”, – ამბობს ბალიაშვილი.
''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' წევრებმა  ბათუმის საკრებულოში ფრაქცია დაარეგისტრირეს. ისინი დღეს სხდომას პროტესტის ნიშნად არ ესწრებოდნენ. ცოტა ხნის წინ კი, პარტიის წევრმა, მამუკა ქობულაძემ საკრებულოში განცხადება მიიტანა. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს. ''საქართველოს ორგანული კანონის ''ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის'' შესაბამისად წარმოგიდგენთ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის''  დასარეგისტრირებლად საჭირო დოკუმენტებს: ფრაქციის წესდებასა და დამფუძნებელი კრების ოქმს. გთხოვთ, გაატაროთ რეგისტრაციაში,'' - წერია განცხადებაში. ფრაქციის...
"ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრმა" კიდევ ერთხელ გაიტანა აუქციონზე ბაღის ადმინისტრაციის შენობის ის ნაწილი, რომელიც იჯარის წესით უნდა გასცეს. საწყისი წლიური ქირის თანხა კვლავ 54 ათასი ლარით განისაზღვრა. ამის შესახებ რადიო ათინათი წერს. გამარჯვებული ფართით სამი წლის განმავლობაში ისარგებლებს. ქონება პრეტენდენტმა მხოლოდ კაფე-რესტორნისთვის უნდა გამოიყენოს. მოიჯარე შეზღუდული იქნება სხვადასხვა ბრენდის სარეკლამო ქოლგებისა და მაცივრების ღია, თვალსაჩინო ადგილზე დადებისგან, რათა უძრავი ქონების იერსახე...
იმ შემთხვევაში, თუ განადგურებული მწვანე ნარგავის სახეობა და შესაბამისი ზიანი ვერ დგინდება, თითოეულ ნარგავზე ზიანის ოდენობად 5 000 ლარი განისაზღვრება. ამას “ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის ფონდის განსაკუთრებული დაცვის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები ითვალისწინებს, რომელიც “ქართული ოცნების“ დეპუტატების მიერ პარლამენტში უკვე ინიცირებულია. ამავე პროექტის მიხედვით, როდესაც დაზიანების შედეგად, ხეების წლიური რგოლების რაოდენობა ვერ...
სენაკის საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ვახტანგ წურწუმია, რომელსაც მისი პარტიის წევრები დილიდან ვერ პოულობენ, საკრებულოს ტოვებს. მან საკრებულოს უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით დღეს მიმართა. „როგორც განცხადებაში წერს, ტოვებს საკრებულოს და ითხოვს უფლებამოსილების შეწყვეტას, პირადი განცხადების საფუძველზე. განცხადება დღეს არის დარეგისტრირებული",- განაცხადეს საკრებულოს პრესსამსახურში. შეგახსენებთ,რომ სენაკის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლაშა კუჭავამ დღეს განაცხადა, რომ მათი პარტიის წევრს, ვახტანგ წურწუმიას დილიდან...
ბუქარესტში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა თბილისის მერმა, კახა კალაძემ რუმინელ კოლეგასთან, ნიკუშორ დანთან ერთად, მეფე მიჰაი I-ის სახელობის პარკში შოთა რუსთაველის ბიუსტი საზეიმოდ გახსნა. სიტყვით გამოსვლისას კახა კალაძემ ბუქარესტის მერს დიდი ქართველი პოეტის, შოთა რუსთაველის ბიუსტის დადგმის გადაწყვეტილებისთვის მადლობა გადაუხადა.  „შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“ ეროვნული ეპოსია, თუმცა, ამავდროულად მსოფლიო კულტურის საგანძურია, რომელსაც ნაციონალური საზღვრები არ გააჩნია. რუსთაველმა ევროპაში რენესანსის დადგომამდე ჩამოაყალიბა ევროპული ჰუმანიზმის...
კასპის მუნიციპალიტეტის მერიამ ბიუჯეტში ცვლილებები განახორციელა, რომლის ფარგლებშიც ინფრასტრუქტურული პროექტების თანხები შემცირდა, ხოლო, წყლის სისტემების რეაბილიტაციის ხარჯები 1 003 500 ლარით გაიზარდა. “შემცირდეს საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების, საკანალიზაციო სისტემის მოწყობა რეაბილიტაციის, ბაღების და სკვერების მოვლა-რეაბილიტაციის და სპორტის სფეროს ხარჯები, რის სანაცვლოდაც გაიზრდება წყლის სისტემების და მოსაცდელების რეაბილიტაციის ხარჯები”, – აღნიშნულია ბიუჯეტის პროექტში, რომელიც მერიამ საკრებულოს წარუდგინა. აღნიშნულ ცვლილებებით კასპის მუნიციპალიტეტში წყლის სისტემებისა...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ