ქობულეთის მერია სამხედრო კომისარიატის შენობას პირობიანი აუქციონის წესით ასხვისებს

546

ქობულეთში თავისუფლების 113 ნომერში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობას, სამხედრო კომისარიატის შენობას ქობულეთის მერია პირობიანი აუქციონის წესით ასხვისებს. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.

საინვესტიციო ღირებულება არანაკლებ მილიონი ლარი იქნება და პირობის მიხედვით, თანამედროვე ტიპის შენობა-ნაგებობა უნდა აშენდეს, სადაც 20% მრავალპროფილურ სამედიცინო დაწესებულებას დაეთმობა.

ყოფილი კომისარიატის შენობაში განთავსებული ობიექტები, სოციალური მომსახურების სააგენტო და სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურები ყოფილი არქივისა და ყოფილი საჯარო რეესტრის მომსახურების სააგენტოს შენობებში გააგრძელებენ მუშაობას.