კასპის მერია ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის თანხებს ამცირებს და წყლის სისტემებს მოაწესრიგებს

582

კასპის მუნიციპალიტეტის მერიამ ბიუჯეტში ცვლილებები განახორციელა, რომლის ფარგლებშიც ინფრასტრუქტურული პროექტების თანხები შემცირდა, ხოლო, წყლის სისტემების რეაბილიტაციის ხარჯები 1 003 500 ლარით გაიზარდა.

“შემცირდეს საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების, საკანალიზაციო სისტემის მოწყობა რეაბილიტაციის, ბაღების და სკვერების მოვლა-რეაბილიტაციის და სპორტის სფეროს ხარჯები, რის სანაცვლოდაც გაიზრდება წყლის სისტემების და მოსაცდელების რეაბილიტაციის ხარჯები”, – აღნიშნულია ბიუჯეტის პროექტში, რომელიც მერიამ საკრებულოს წარუდგინა.

აღნიშნულ ცვლილებებით კასპის მუნიციპალიტეტში წყლის სისტემებისა და მოსაცდელების რეაბილიტაციას 1 025 500-ლარით მეტი მოხმარდება.