ზუგდიდის ბოტანიკურში კაფე-რესტორნის მოწყობაზე აუქციონი ისევ გამოცხადდა

487

“ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრმა” კიდევ ერთხელ გაიტანა აუქციონზე ბაღის ადმინისტრაციის შენობის ის ნაწილი, რომელიც იჯარის წესით უნდა გასცეს. საწყისი წლიური ქირის თანხა კვლავ 54 ათასი ლარით განისაზღვრა. ამის შესახებ რადიო ათინათი წერს.

გამარჯვებული ფართით სამი წლის განმავლობაში ისარგებლებს. ქონება პრეტენდენტმა მხოლოდ კაფე-რესტორნისთვის უნდა გამოიყენოს. მოიჯარე შეზღუდული იქნება სხვადასხვა ბრენდის სარეკლამო ქოლგებისა და მაცივრების ღია, თვალსაჩინო ადგილზე დადებისგან, რათა უძრავი ქონების იერსახე არ დამახინჯდეს. ასევე, ქონება არ უნდა გამოიყენოს კანონმდებლობების შესაბამისად დაშვებულზე მეტი აკუსტიკური ხმაურის გამომწვევი საქმიანობის მიზნებისთვის. აუქციონი 10 ივნისამდე გაგრძელდება.

მსგავსი აუქციონი მაისის დასაწყისშიც გამოცხადდა, თუმცა მასში მონაწილეობა არავინ მიიღო.