იმ შემთხვევაში, თუ განადგურებული მწვანე ნარგავის სახეობა და ზიანი ვერ დგინდება, თითოეულ ნარგავზე ზიანის ოდენობად 5 000 ლარი განისაზღვრება

593

იმ შემთხვევაში, თუ განადგურებული მწვანე ნარგავის სახეობა და შესაბამისი ზიანი ვერ დგინდება, თითოეულ ნარგავზე ზიანის ოდენობად 5 000 ლარი განისაზღვრება. ამას “ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის ფონდის განსაკუთრებული დაცვის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები ითვალისწინებს, რომელიც “ქართული ოცნების“ დეპუტატების მიერ პარლამენტში უკვე ინიცირებულია.

ამავე პროექტის მიხედვით, როდესაც დაზიანების შედეგად, ხეების წლიური რგოლების რაოდენობა ვერ დგინდება, აღდგენითი ღირებულების განსაზღვრა მწვანე ნარგავების დიამეტრების მიხედვით განხორციელდება. ასევე იზრდება აღდგენითი ღირებულების კოეფიციენტი.

პარლამენტში წარდგენილი პროექტის მიხედვით, პირველი, მეორე და მესამე კატეგორიების მიხედვით წესდება შესაბამისი შემასწორებელი კოეფიციენტები 6, 4, 5 და 3, რომლებზედაც აღდგენითი ღირებულების თანხა მრავლდება და მწვანე ნარგავების დაზიანების, განადგურებისა და ამოძირკვის შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობა გამოითვლება.