გორში გმირების მემორიალიდან ხმლები მოიპარეს

367

გორის ციხის მიმდებარედ გმირების მემორიალი გაძარცვეს და ლითონის ხმლები მოიპარეს.

აღნიშნულ ფაქტს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი, ანი ბალიაშვილი გამოეხმაურა.

“ევროკავშირის 2 მილიონიანი გრანტი გორის მუნიციპალიტეტს სწორედ, ტურისტული ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად გადაეცა, თუმცა ამ დრომდე, დაუცველია მთელი ეს ტერიტორია. არადა მოწესრიგების შემდეგ დაცვის სისტემის შემუშავება იყო შესაძლებელი”, – ამბობს ბალიაშვილი.