მარნეულის საბავშვო ბაღებში, შესაძლოა, კამერები დაამონტაჟონ

475

მარნეულის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში, შესაძლოა, სათვალთვალო კამერები დაამონტაჟონ. როგორც მარნეულის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი, ზაურ ქარამოვი ამბობს, კამერები უკვე შეძენილი აქვთ და მშობლების სურვილის შემთხვევაში ოთახებში დამონტაჟდება. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს.

“შეძენილი გვაქვს, დაახლოებით, 15 კამერა, თუ მშობელი მოგვმართავს განცხადბით იმ შემთხვევაში გაკეთდება ოთახებში. როცა რაიმე პრობლემა იქნება ბაღში, მაგალითად აღმზრდელის მხრიდან არასათანადო მოქცევა ბავშვის მიმართ და მშობელი განცხადებით მოვა სიტუაციის გასარკვევად ჩვენ დავამონტაჟებთ კამერას მხოლოდ სამუშაო ჯგუფებში”. – გვითხრა ქარამოვმა

როგორც ბაგა-ბაღების გერთიანებაში გვითხრეს, სამომავლოდ, შეაძლოა, კამერები მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიასთან შეთანხმებით, ყველა საბავშვო ბაღში დამონაჟდეს.