ქობულეთის ამფითეატრით სარგებლობა ფასიანი იქნება

947

ქობულეთის ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე განთავსებულ ამფითეატრით სარგებლობა ფასიანი ხდება. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.

ტერიტორიაზე, სადაც ზაფხულობით ფესტივალები, კონცერტები და საჯარო შეხვედრები ტარდება, კონკრეტული ტარიფები დაწესდება. მისი  განკარგვის უფლება მხოლოდ ცენტრალური პარკის ადმინისტრაციას შეეძლება.

1-საათი სარეპეტიციო დრო 10 ლარის ოდენობით განისაზღვრა. იმ შემთხვევაში თუ იჯარით აიღებენ სამი საათი 500-ლარი ეღირება, სამ საათზე მეტი კი 700 ლარი.

პანდემიის დროს ამფითეატრის სივრცე სხვადასხვა ღონისძიებების გასამართად კონკრეტული დადგენილი ტარიფის გარეშე გაიცემოდა.