საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაშმში, მწერალ რევაზ ინანიშვილის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია უახლოეს პერიოდში დაიწყება.
უწყებამ სახლ-მუზეუმის რეკონსტრუქცია-აღდგენის სამუშაოების შესყიდვაზე, ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან კონტრაქტი გააფორმა.
პროექტის ღირებულება 165 243 ლარია და ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან დაფინანსდება.