ხულოს მერია: იალაღებზე გასამგზავრებლად ტრანსპორტი უფასო აღარ იქნება

521

წინა წლისგან განსხვავებით, მაღალმთიან აჭარაში იალაღებზე გადაადგილებისთვის მოიალაღე, მგზავრობის საფასურის ნაწილს თავად გადაიხდის. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.

ხულოს მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, რომ ცვლილება ახალი მიმართულებების დამატებამ გამოიწვია.

ბეშუმისა და ვაშლოვანის მიმდებარე მთებში ტრანსპორტი ხვალიდან იმოძრავებს, ახალი მიმართულებები კი ეტაპობრივად დაემატება.

მერიამ ბიუჯეტიდან წელს ამ პროგრამისთვის 35 ათასი ლარი გაითვალისწინა.