ფრიდონ ხალვაშის გამზირის რეაბილიტაცია, სავარაუდოდ, ივნისში დაიწყება. პირობის მიხედვით, მიმწოდებელი ვალდებულია, ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოები 7 თვეში დაასრულოს.
4 კილომეტრიანი მონაკვეთის სარეაბილიტაციოდ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული უკვე გამოვლენილია.
შპს „ერ ტე დე-მ” საავტომობილო გზების დეპარტამენტს მომსახურების გაწევა 19 400 000 ლარად შეთავაზა. ტენდერის ღირებულება 22 206 512 ლარით იყო განსაზღვრული.
გზის სავალი ნაწილის გარდა, ტროტუარებზე ასასვლელებში შშმ პირებისთვის უნდა მოეწყოს პანდუსები, დამონტაჟდეს 6 შუქნიშანი, უნდა მოეწყოს უსაფრთხოების კუნძულები.
გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 14 აპრილს გამოაცხადა.