ქუთაისის მერიაში ა(ა)იპ “ქუთაისის მუნიციპალური ინსპექცია” შეიქმნა.
ქუთაისის მერიის ცნობით, ახალი სამსახურის უფროსად ქუთაისის მერმა, იოსებ ხახალეიშვილმა თვითმმართველობის წარმომადგენლებს დემურ ინანეიშვილი წარუდგინა. ამასთან, დემურ ინანეიშვილი ამ დრომდე მერიის ა(ა)იპ „სპეციალური სერვისების” დირექტორის მოადგილე იყო.
ქუთაისის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „ქუთაისის მუნიციპალური ინსპექცია” მერიაში განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგად შეიქმნა. ამასთან, ახალ ა(ა)იპს ზედამხედველობის სამსახურის ფუნქციების გარდა, მუნიციპალური ქონების დაცვა, სალიცენზიო ან სანებართვო პირობების დარღვევასა და ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ტერიტორიის კეთილმოწყობის დარღვევაზე პასუხისმგებლობის დაკისრება დაევალება.