ავტორი: ეკატერინე ბასილაია
"ჩვენი პეტიცია გეხებათ ყველას, ვისაც ფილმის ნახვის შემდეგ ერთხელ მაინც განგიცდიათ სხვასთან საუბრის სურვილი", - ამ წინადადებით იწყება პეტიცია, რომლითაც ახალგაზრდების ჯგუფი თბილისსა და თანდათანობით ყველა რეგიონულ ცენტრში მუნიციპალური კინოთეატრების ქსელის დაარსებას ითხოვს. ჯერ მხოლოდ იდეის დონეზეა ის, რომ კომერციული ფილმების ეპოქაში კინოკულტურის საუკეთესო ნიმუშების, ნამდვილი კინოს ყურებისთვის საჭირო სივრცეები და დიდი ეკრანები შეიქმნას ყველასთვის.
ამ საინტერესო და...
რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის გოჩა ენუქიძის განცხადებით, ონის მუნიციპალიტეტის სამუსიკო სკოლის შენობა ამორტიზირებულია და გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების ჩატარებას საჭიროებს.
მისი თქმით, შენობის მდგომარეობის გათვალისწინებით, მიზანშეწონილად ჩაითვალა ა(ა)იპ ონის მუნიციპალიტეტის სამუსიკო სკოლა დროებით განთავსდეს ა(ა)იპ ონის მუნიციპალიტეტის გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის სახლში გამოყოფილ სივრცეში.
"დავიწყეთ სამუსიკო სკოლის რეაბილიტაციისათვის საჭირო ღონისძიებები, რომლის დასრულების შემდგომ შესაძლებელი იქნება სამუსიკო სკოლის უსაფრთხო და კომფორტულ გარემოში ოპერირება“, -აცხადებს ენუქიძე.
გორში, ჩერქეზიშვილის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
გორის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ბორდიურებისა და ტროტუარების მოწყობა მიდინარეობს.სარეაბილიტაციო მონაკვეთის სიგრძე 138 მეტრია.
„გორში, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა გრძელდება. ჩერქეზიშვილის ქუჩის რეაბილიტაცია მალე დასრულდება. პროექტი ითვალისწინებს, როგორც ტრანსპორტის სავალი ნაწილის, ასევე ტროტუარებისა და ეზოებში შესასვლელების მოწყობას“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
წინა სტატია
"მე მინდა რუსთაველებს ვუთხრა, რომ როდესაც საქმე ეხება ჩვენი ქალაქის ეკოლოგიას, ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას, მთელი ქალაქი ვართ ერთად", - ამის შესახებ რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ "ინფორუსთავის" კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
საინფორმაციო სააგენტომ ლაცაბიძეს ჰკითხა, რას პასუხობს მუნიციპალიტეტი იმ მოთხოვნებს, რომელიც 5 ივნისს, რუსთავში დაგეგმილი აქციის ორგანიზატორებს აქვთ.
ლაცაბიძის თქმით, როგორც სამთავრობო, ისე სამოქალაქო სექტორი, რუსთავის ეკოლოგიურ პრობლემებთან დაკავშირებით არსებულ პოზიციებში ერთიანია.
"მე...
ქალაქ რუსთავის მერმა კლდიაშვილის სკვერის სარეაბილიტაციო, მესხიშვილის ქუჩაზე რეკრეაციული სივრცისა და მე-20 მიკრორაიონში ტროტუარების მოწყობის სამუშაოები მოინახულა.როგორც ნინო ლაცაბიძემ განაცხადა, პროექტების განხორციელება გეგმა-გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს.
"რუსთავში რამდენიმე ახალი პროექტი დავიწყეთ. დღეს სამსახურებთან ერთად ადგილზე გავეცანით მიმდინარე პროცესს. აქცენტს ვაკეთებთ იმაზე, რომ პროექტები განხორციელდეს ვადებში და იყოს მაქსიმალურად ხარისხიანი. ყველა პროექტი მიმდინარეობს გეგმა-გრაფიკით და მაქსიმალურად ვიქნებით ჩართული, რომ ვადებში დასრულდეს პროექტები", -...
ქუთაისის მერიაში რეორგანიზაცია დასრულებულია. სამთვიანი "შესწავლის" და "მსჯელობის" შედეგად, სამსახურებიდან 8 ადამიანი გაათავისუფლეს. დოკუმენტურად გაუქმდა ორი სამსახური და ორი განყოფილება, თუმცა, აქედან, მერიამ ერთი გაუქმებული სამსახური განყოფილებად გადააკეთა, მეორეს ნაცვლად ა(ა)იპ ორგანიზაცია შექმნა, ორი გაუქმებული განყოფილებიდან კი ერთი განყოფილება ჩამოაყალიბა. გამოდის, რომ რეალურად მერიაში მხოლოდ ერთი განყოფილება გაუქმდა. სამაგიეროდ, შეიქმნა ახალი ა(ა)იპ ორგანიზაცია, სადაც, სავარაუდოდ, იმაზე მეტი ადამიანი დასაქმდება,...
საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ კირბალში საუბნო გზების მოწესრიგება იგეგმება. შესაბამისი სამუშაოებისთვის გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ტენდერი გამოაცხადა.
უწყებას გზების მოწესრიგებისთვის 404 510 ლარი აქვს გათვალისწინებული.
“სოფელ კირბალში ეწყობა სკოლამდე მისასვლელი გზა და სანიაღვრე სისტემა. საპროექტო მონაკვეთზე არსებული მდგომარეობით საფარს წარმოადგენს ქვიშა- ხრეშის ფენილი, რომელიც დაზიანებულია და შერეულია თიხნარ გრუნტებში. ზედაპირული ნალექების დროს თიხნარი გრუნტები ტალახდება და ართულებს გადადგილებას, ხოლო ზაფხულის პერიოში ჭარბად წარმოიქმენბა...
თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური განცხადებას ავრცელებს.
"მიმდინარე წლის 3 ივნისიდან 10 ივნისის ჩათვლით, ღამის საათებში (23:00-05:00) ქალაქ თბილისის მერიის შპს “ეკოსერვის ჯგუფი” გეგმავს წამლობის სამუშაოების განხორციელებას მუნიციპალიტეტის შემდეგ ტერიტორიებზე:
კახეთის გზატკეცილი;
მონუმენტის „ადამიანი და მზე“ მიმდებარედ არსებული გამწვანება;
ევროპის ქუჩის შუა და განაპირა ზოლები;
ორხევის დასახლება, ახვლედიანის ქუჩა #1-ის მიმდებარედ არსებული სკვერი;
მოსკოვის გამზირის შუა ზოლი და განაპირა...
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესატან ცვლილებაზე იმსჯელეს, რომელიც თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მწვანე ნარგავების დაცვას ისახავს მიზნად.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, როგორც ერთ-ერთმა ინიციატორმა, ბექა დავითულიანმა აღნიშნა, არსებული რეგულაციების მიუხედავად, პრაქტიკაში ძალიან ხშირად აქვს ადგილი მწვანე ნარგავების დაზიანებისა თუ გაჩეხის შემთხვევებს. ამიტომ, ჯარიმების გაზრდა არის ის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მექანიზმი, რამაც უნდა უზრუნველყოს რეგულაციის...
დიდუბის რაიონში რამდენიმე მისამართზე მოსასვენებელი სივრცის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
გამგეობის ინფორმაციით, მოსასვენებელი სივრცეების რეაბილოტაცია მიმდინარეობს: წერეთლის გამზირი N87-ის მიმდებარედ, დიღმის მასივის მესამე კვარტლის მე-11 და მე-12 კორპუსების მიმდებარედ, ასევე, მეექვსე კვარტლის 21-ე კორპუსთან.
"აღნიშნულ სივრცეებში იცვლება დაზიანებული ფილები და საპარკე ინვენტარი, პატარებისთვის მონტაჟდება ახალი ატრაქციონები, ეწყობა განათების სისტემა. დიდუბესა და დიღმის მასივში არსებული მოსასვენებელი სივრცეების აღდგენა 289 982 ლარის ღირებულების ხელშეკრულების ფარგლებში...
მუხიანის IVა მიკრორაიონის N15-16 კორპუსებთან სკვერის მოწყობა მიმდინარეობს. გამგეობის ინფორმაციით, სამუშაოების ფარგლებში, დაახლოებით, 1 300 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე რეკრეაციული სივრცე მოეწყობა.
"ტერიტორიაზე განთავსდება ბავშვთა გასართობი და მოსასვენებელი ზონები, სავარჯიშო სივრცე, დამონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, დაირგვება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე. ასევე, განთავსდება სკვერისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა", - განმარტავენ გამგეობაში.
აღნიშნულისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 280 652 ლარი დაიხარჯება.
მთაწმინდის რაიონში, "ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, ოქროყანის ქუჩა N13-ში მდებარე ავარიული სახლის კაპიტალური გამაგრება მიმდინარეობს.
"პროექტის ფარგლებში, შენობა, სადაც ოთხი ოჯახი ცხოვრობს, გამაგრდება, კედლები მოეწყობა, ლითონის ელემენტებით ფანჯრები და კარის ღიობები მოჩარჩოვდება, არმატურის ჯავშანში დაზიანებული ელემენტები ჩაისმება, ბზარები დამუშავდება და სპეციალური მასალით შეივსება. აღნიშნულ სახლში სეისმური სარტყელიც მოეწყობა", - განმარტავენ გამგეობაში.
სამუშაოებს, მთაწმინდის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანია ასრულებს...
ტირძნისი-დიცი-ერედვი-ხეითის საავტომობილო გზის, ტირძნისი-დიცის 5.6 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის 3.5 მილიონი ლარი დაიხარჯება.
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გზის რეაბილიტაცია მიმდინარე წელს დასრულდება.
“პროექტის ფარგლებში, გათვალისწინებულია, ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება, ხელოვნური ნაგებობების რეაბილიტაცია და ახლის მოწყობა, ადგილობრივ გზებთან მიერთებების, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელებისა და საგზაო ნიშნების მოწყობა”, – აცხადებენ გზების დეპარტამენტში.
წელს თბილისის მასშტაბით, ივლისში, საზაფხულო საჯარო ბაგა-ბაღები არ იფუნქციონირებს. როგორც თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში აცხადებენ, აღნიშნული გადაწყვეტილება დირექტორთა საკონსულტაციო საბჭომ მიიღო.
მათივე ინფორმაციით, საზაფხულო ბაღების პროექტში, ყოველწლიურად, მხოლოდ 40 ბაღია ჩართული და შესაბამისად, ბავშვთა რაოდენობა ჯგუფებში განსაკუთრებით მაღალია, კოვიდრეგულაციების ნაწილი კი კვლავ ძალაშია.
„გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებული იქნა ის ფაქტი, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ კოვიდპანდემიის პირობებში დაწესებული...
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში საუბნო გზების რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა. ინფრასტრუქტურული სამიუშაოების ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდება 2 147 მეტრ გზას.
აღნიშნული სამუშაოებისთვის გორის მერიამ მუნიციპალური ბიუჯეტიდან 702 215 ლარი გამოყო.
“საპროექტო გზის რეაბილიტაციის მიზნით საჭიროა დაშლილი მიწის ვაკისის და საგზაო საფარის აღდგენა არსებული პარამეტრების ფარგლებში. პროექტით გათვალისწინებული გზა ძლიერ დაზიანებულია. აღსანიშნავია, რომ საველე-საკვლევი სამუშაოების შესრულებისას დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით ჩატარდა ადგილობრივი მოსახლეობის გამოკითხვა და...
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში 2022-2023 სააღმზრდელო წლისთვის ბავშვთა ელექტრონული რეგისტრაციის პირველი ეტაპი დღეს, 10:00 საათზე დაიწყო და 10 ივნისამდე გაგრძელდება.
რეგისტრაცია შესაძლებელია თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე - www.kids.org.ge-ზე.
პირველ ეტაპზე რეგისტრაციას პრიორიტეტით მოსარგებლე აპლიკანტებისთვისაა შესაძლებელი.
პრიორიტეტით მოსარგებლე აპლიკანტები: ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარები; სოციალურად დაუცველი ოჯახის შვილები (100 000-მდე ქულა); სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე (სსსმ) ბავშვები; დედმამიშვილები (როცა აპლიკანტის დედმამიშვილი უკვე არის...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!






































