ონის სამუსიკო სკოლა დროებით კულტურის სახლში გამოყოფილ ფართში განთავსდება

593

რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის გოჩა ენუქიძის განცხადებით, ონის მუნიციპალიტეტის სამუსიკო სკოლის შენობა ამორტიზირებულია და გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების ჩატარებას საჭიროებს.

მისი თქმით, შენობის მდგომარეობის გათვალისწინებით, მიზანშეწონილად ჩაითვალა ა(ა)იპ ონის მუნიციპალიტეტის სამუსიკო სკოლა დროებით განთავსდეს ა(ა)იპ ონის მუნიციპალიტეტის გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის სახლში გამოყოფილ სივრცეში.

“დავიწყეთ სამუსიკო სკოლის რეაბილიტაციისათვის საჭირო ღონისძიებები, რომლის დასრულების შემდგომ შესაძლებელი იქნება სამუსიკო სკოლის უსაფრთხო და კომფორტულ გარემოში ოპერირება“, -აცხადებს ენუქიძე.