გორის მერია სოფელ კირბალში საუბნო გზების რეაბილიტაციისთვის  404 510 ლარს დახარჯავს

462

საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ კირბალში საუბნო გზების მოწესრიგება იგეგმება. შესაბამისი სამუშაოებისთვის გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ტენდერი გამოაცხადა.

უწყებას გზების მოწესრიგებისთვის 404 510 ლარი აქვს გათვალისწინებული.

“სოფელ კირბალში ეწყობა სკოლამდე მისასვლელი გზა და სანიაღვრე სისტემა. საპროექტო მონაკვეთზე არსებული მდგომარეობით საფარს წარმოადგენს ქვიშა- ხრეშის ფენილი, რომელიც დაზიანებულია და შერეულია თიხნარ გრუნტებში. ზედაპირული ნალექების დროს თიხნარი გრუნტები ტალახდება და ართულებს გადადგილებას, ხოლო ზაფხულის პერიოში ჭარბად წარმოიქმენბა მტვრის მასა, რაც აზიანებს გზის მიმდებარედ არებულ ეკოლოგიურ გარემოს”, – ნათქვამია საპროექტო დოკუმენტაციაში.

სატენდერო პირობების მიხედვით, შერჩეულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 დღეში უნდა დაასრულოს.