თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური განცხადებას ავრცელებს.
“მიმდინარე წლის 3 ივნისიდან 10 ივნისის ჩათვლით, ღამის საათებში (23:00-05:00) ქალაქ თბილისის მერიის შპს “ეკოსერვის ჯგუფი” გეგმავს წამლობის სამუშაოების განხორციელებას მუნიციპალიტეტის შემდეგ ტერიტორიებზე:
- კახეთის გზატკეცილი;
- მონუმენტის „ადამიანი და მზე“ მიმდებარედ არსებული გამწვანება;
- ევროპის ქუჩის შუა და განაპირა ზოლები;
- ორხევის დასახლება, ახვლედიანის ქუჩა #1-ის მიმდებარედ არსებული სკვერი;
- მოსკოვის გამზირის შუა ზოლი და განაპირა გამწვანება;
- ისნის მეტროს მიმდებარედ არსებული გამწვანება;
- ბუშის ქუჩა;
- შავი ზღის ქუჩა;
- მარშალ გელოვანის გამზირი;
- ა. ბაქრაძის ქუჩა;
- ბ. პაიჭაძის ქუჩა;
- მაიაკოვსკის სკვერი;
- ტექსელის სკვერი;
- ვ. გოძიაშვილის სახელობის პარკი.
წამლობის სამუშაოების განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ უქარო და უნალექო ამინდის პირობებში, შესაბამისად დაგეგმილი სამუშაოების განრიგი შეიძლება შეიცვალოს არახელსაყრელი მეტეოროლოგიური პირობების შემთხვევაში”, – ნათქვამია განცხადებაში.