მუხიანის IVა მიკრორაიონის N15-16 კორპუსებთან სკვერის მოწყობა მიმდინარეობს. გამგეობის ინფორმაციით, სამუშაოების ფარგლებში, დაახლოებით, 1 300 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე რეკრეაციული სივრცე მოეწყობა.
“ტერიტორიაზე განთავსდება ბავშვთა გასართობი და მოსასვენებელი ზონები, სავარჯიშო სივრცე, დამონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, დაირგვება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე. ასევე, განთავსდება სკვერისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა”, – განმარტავენ გამგეობაში.
აღნიშნულისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 280 652 ლარი დაიხარჯება.