ოქროყანის ქუჩაზე ავარილი სახლის გამაგრებას 330 764 ლარი მოხმარდება

327

მთაწმინდის რაიონში, “ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, ოქროყანის ქუჩა N13-ში მდებარე ავარიული სახლის კაპიტალური გამაგრება მიმდინარეობს.

“პროექტის ფარგლებში, შენობა, სადაც ოთხი ოჯახი ცხოვრობს, გამაგრდება, კედლები მოეწყობა, ლითონის ელემენტებით ფანჯრები და კარის ღიობები მოჩარჩოვდება, არმატურის ჯავშანში დაზიანებული ელემენტები ჩაისმება, ბზარები დამუშავდება და სპეციალური მასალით შეივსება. აღნიშნულ სახლში სეისმური სარტყელიც მოეწყობა”, – განმარტავენ გამგეობაში.

სამუშაოებს, მთაწმინდის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანია ასრულებს და მისი ღირებულება 330 764 ლარია