დიდუბის რაიონში სკვერების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

311

დიდუბის რაიონში რამდენიმე მისამართზე მოსასვენებელი სივრცის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

გამგეობის ინფორმაციით, მოსასვენებელი სივრცეების რეაბილოტაცია მიმდინარეობს: წერეთლის გამზირი N87-ის მიმდებარედ, დიღმის მასივის მესამე კვარტლის მე-11 და მე-12 კორპუსების მიმდებარედ, ასევე, მეექვსე კვარტლის 21-ე კორპუსთან.

“აღნიშნულ სივრცეებში იცვლება დაზიანებული ფილები და საპარკე ინვენტარი, პატარებისთვის მონტაჟდება ახალი ატრაქციონები, ეწყობა განათების სისტემა. დიდუბესა და დიღმის მასივში არსებული მოსასვენებელი სივრცეების აღდგენა 289 982 ლარის ღირებულების ხელშეკრულების ფარგლებში მიმდინარეობს. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „სერვისი 55“ ახორციელებს”, – განმარტავენ გამგეობაში.