გორში, ჩერქეზიშვილის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
გორის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ბორდიურებისა და ტროტუარების მოწყობა მიდინარეობს.სარეაბილიტაციო მონაკვეთის სიგრძე 138 მეტრია.
„გორში, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა გრძელდება. ჩერქეზიშვილის ქუჩის რეაბილიტაცია მალე დასრულდება. პროექტი ითვალისწინებს, როგორც ტრანსპორტის სავალი ნაწილის, ასევე ტროტუარებისა და ეზოებში შესასვლელების მოწყობას“,- ნათქვამია ინფორმაციაში.