ქუთაისის მიმდებარედ ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის მოწყობა იგეგმება. ახალი  ნაგავსაყრელი იმერეთს და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთს მოემსახურება. რაც შეეხება ქუთაისში ამ დროისთვის მოქმედ, ნიკეას ნაგავსაყრელს, მისი დახურვა სტანდარტების შესაბამისად უნდა მოხდეს. ინფორმაციას ნიუპრესი ავრცელებს. “ქუთაისის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის” პროექტის თანახმად, რომლის განხილვა ამ დროისათვის მიმდინარეობს, ნარჩენების გადამტვირთავი 6 სადგურის მოწყობა და მუნიციპალიტეტების შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით აღჭურვა იგეგმება. პროექტი ხორციელდება ევროკავშირის...
გარდაბნის სოფელ სამგორს სასმელი და სარწყავი წყლის პრობლემა აქვს - მოსახლეობამ აქცია გამართა. როგორც სოფლის მაცხოვრებლებმა საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" განუცხადეს, წლებია მათ სასმელი და სარწყავი წყლის პრობლემა აწუხებთ. მიუხედავად სხვადასხვა მთავრობის დროს მიღებული დაპირებისა, წლის პრობლემა კვლავ მოუგვარებელია. "დაგვეხმარეთ, მოგვაქციეთ ვინმემ ყურადღება. 21-ე საუკუნეში ასეთ გაჭირვებაში აღარავინ აღარ არსებობს. უწყლოდ ვიხოცებით ამ სიცხეში ელემენტარული წყალი არ გვაქვს, რომ მოვსულიერდეთ...
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საკანონმდებლო ინიციატივაზე იმსჯელა, რომელიც მაჭახელის დაცული ლანდშაფტის შექმნასა და მართვას ეხება. კანონპროექტები „მაჭახელის დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კომიტეტის სხდომაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ წარადგინა და დეპუტატებს კანონპროექტების ზოგადი პრინციპების თაობაზე მიაწოდა ინფორმაცია. როგორც მომხსენებელმა...
ხობის მუნიციპალიტეტის ახალი ხიბულის ადმინისტრაციულ ერთეულში სავარდიოს უბანში სასოფლო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, პროექტს, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 988 886, 58 ლარია, შპს "საგზაო“ აწარმოებს. "პროექტის ფარგლებში 2 435 კმ-ზე დაიგება ასფალტ ბეტონის საფარი, მოეწყობა ხიდ-ბოგირები, კიუვეტები და ეზოში შესასვლელები. მიმდინარე სამუშაოები ივნისში დასრულდება“,- აცხადებენ მერიაში.
ხელვაჩაურში, სოფელ ახალშენის მოსახლეობა გზის რეაბილიტაციის მოთხოვნით საპროტესტო აქციას მართავს. შეკრებილებმა პროტესტის ნიშნად, სოფელ ახალშენისა და ბათუმის დამაკავშირებელი ცენტრალური საავტომობილო გზა რამდენიმე წუთით გადაკეტეს. მათი თქმით, სოფელთან დამაკავშირებელი გზა 2006 წლის შემდეგ არ მოწესრიგებულა. ადგილობრივები ხელისუფლებას მიმართავენ. აქციის მონაწილეებს, ხელვაჩაურის საკრებულოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებიც შეუერთდნენ. აქციის მონაწილეებს, აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტში უპასუხეს. „გოროდოკი-ახალშენი-ზედაწინსვლას საავტომობილო გზის ასფალტობეტონის საფარის მოწყობის მიზნით მიმდინარეობს პროექტის კორექტირება. პროექტმა...
კრწანისის რაიონში, ხეივნის დასახლებაში, გულიას პირველი ჩიხი N6-ის მიმდებარედ, 6 500 კვ.მ-ზე ახალი რეკრეაციული სივრცე მოეწყო. პროექტის ფარგლებში, ტერიტორიაზე განთავსდა საბავშვო ატრაქციონები, დასასვენებელი სივრცეები, ფიტნეს ზონა, ასევე, დამონტაჟდა გარეგანათების ქსელი. ტერიტორია ღობითა და საბაღე გაზონით შემოისაზღვრა. სკვერი გამწვანდა, დაირგო სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარე. დამონტაჟდა სკამები და სეპარირებული ურნები. ასევე, დაიგო დეკორატიული ფილები. ადგილზე სკვერისათვის საჭირო ყველა თანამედროვე ინვენტარი განთავსდა. ასევე, მოეწყო...
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის რეზო ხარაზის განცხადებით, ბათუმი ტურისტულ სეზონს მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურით ხვდება. როგორც მან ბრიფინგზე განაცხადა, ოპოზიციის წევრები ქალაქის მერს, არჩილ ჩიქოვანს საკრებულოს სხდომაზე იწვევენ, რადგან ქალაქში არსებულ პრობლემებზე შეკითხვები აქვთ. “ქალაქი პარალიზებულია, თქვენც ხედავთ, ტურისტული სეზონის წინ რა მდგომარეობაა სანაპირო ზოლზე! ვეკითხები ქალაქის მერს - სად არის დაპირებული ინფრასტრუქტურა, რომელიც ექვსი თვის წინ უნდა მოწესრიგებულიყო. ქალაქში გაუსაძლისი ვითარებაა, ტურისტული...
წინა სტატია წალენჯიხის მერის პირველი მოადგილე, ლაშა ზარქუა თანამდებობიდან გადადგა. ზარქუა მიზეზად „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ განსაზღვრულ ვადებში განხილვის დაგვიანებას ასახელებს. მისი თქმით, როგორც კომისიის თავმჯდომარე ირიბად თუ პირდაპირ პასუხისმგებელი იყო აღნიშნული პროგრამის ვადებში განხილვაზე, ამიტომ მიიღო გადაწყვეტილება თანამდებობა დაეტოვებინა. „მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული იყო ვადები, ობიექტური მიზეზების გამო ამ ვადებში ვერ ჩავეტიეთ, რის გამოც საფრთხე შეექმნა ამ პროგრამის განხორციელებას. მუნიციპალიტეტს 3 თვის განმავლობაში...
ონის მუნიციპალიტეტის სოფლებში, საკაოში, ლაგვანთაში, მაჟიეთსა და ხიდეშლებში საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები საავტომობილო გზის ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობას ითვალისწინებს. მათივე ცნობით, პროექტი, რომელსაც კონტრაქტორი კომპანია შპს "დაგი“ აწარმოებს, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება და მისი ჯამური ღირებულება 649 999 71 ლარს შეადგენს. სარეაბილიტაციო სამუშოების დასრულება მიმდინარე წლის ივლისის თვეში იგეგმება.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის რეზო ხარაზის განცხადებით, ბათუმის ძველ ნაგავსაყრელზე კატასტროფული მდგომარეობაა, ხოლო, ახალი ნაგავსაყრელი ტექნიკურად გაუმართავია. როგორც რეზო ხარაზმა ბრიფინგზე განაცხადა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები ბათუმის საკრებულოს შეკრებისკენ და ქალაქის მერს არჩილ ჩიქოვანს სხდომაზე დასწრებისკენ მოუწოდებენ. მისი თქმით, ბათუმის მერიაში კორუფციაა და ქალაქის მერმა კითხვებს პასუხი უნდა გასცეს. „სად არის ახალი ნაგავსაყრელი და რა ბედი ელოდება ძველ ნაგავსაყრელს, სადაც კატასტროფული...
გორში სოხუმის ქუჩას რეაბილიტაცია ჩაუტარდება. პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების შესყიდვის მიზნით, გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ტენდერი პირველ ივნისს გამოაცხადა. "ქუჩა, რომლის სიგრძეც 210 მეტრია, კომბინატის დასახლებაში მდებარეობს. სარეაბილიტაციო სამუშეოების ფარგლებში, ტრანსპორტის სავალ ნაწილთან ერთად, იგეგმება ტროტუარის რეაბილიტაციაც. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 221 035 ლარია", - განმარტავენ მერიაში.
“ჩვენი პეტიცია გეხებათ ყველას, ვისაც ფილმის ნახვის შემდეგ ერთხელ მაინც განგიცდიათ სხვასთან საუბრის სურვილი”, – ამ წინადადებით იწყება პეტიცია, რომლითაც ახალგაზრდების ჯგუფი თბილისსა და თანდათანობით ყველა რეგიონულ ცენტრში მუნიციპალური კინოთეატრების ქსელის დაარსებას ითხოვს. იზიარებ თუ არა ამ იდეას? 
წინა სტატია ავტორი ეკატერინე ბასილაია ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარე "ქართული ოცნებიდან"დავით დარჩია ამ თანამდებობაზე მესამედ აირჩიეს, პირველად 2014 წელს, შემდეგ - 2017-ში და ახლა უკვე - 2021 წლის დეკემბერში. ამდენად, თავმჯდომარის 8-წლიანი სტაჟის მქონე დარჩიას ქონებრივი დეკლარაცია, 2014 წლიდან დღემდე, 8-ჯერ აქვს შევსებული. ბოლო დეკლარაცია შევსებულია 2021 წლის დეკემბერში, როდესაც ჯერ ისევ მეორე ვადით არჩეული თავმჯდომარე იყო. დავით დარჩიას ჰყავს მეუღლე და 2...
შემდეგი სტატია ავტორი ეკატერინე ბასილაია ავთანდილ თალაკვაძე "ქართული ოცნებიდან" ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ გახდა. ის 2014-2020 წლებში ჯანდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანი იყო და ამდენად, 2014 წლიდან ქონებრივი დეკლარაციაც ყოველ წელს, ჯამში 9-ჯერ აქვს შევსებული. მათ შორის, ჯერჯერობით, ბოლო დეკლარაცია 2022 წლის 31 მარტს ჩაუბარებია. ოზურგეთის მერი 38 წლისაა, დაბადებულია ოზურგეთში, ჰყავს მეუღლე და სამი არასრულწლოვანი შვილი. დეკლარაციის თანახმად, თავად...
შემდეგი სტატია ავტორი: ეკატერინე ბასილაია გიგა გაბელაია აბაშის მერი "ქართული ოცნებიდან" 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ გახდა. საჯარო თანამდებობაზე აბაშის თვითმმართველობის ორგანოებში 2014 წლიდანაა დასაქმებული და შესაბამისად, ქონებრივი დეკლარაცია შევსებულ აქვს ყოველ წელს, ჯამში 8-ჯერ, მათ შორის, ბოლო დეკლარაცია - 2021 წლის დეკემბერში, მერად არჩევის შემდეგ მალევე. გიგა გაბელაიას ჰყავს მეუღლე და სამი არასრულწლოვანი შვილი. ბოლო დეკლარაციით, მის საკუთრებაშია მხოლოდ 2011 წელს 3000...
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეში, აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმში კასპის მუნიციპალიტეტის მერიასა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს. “მემორანდუმი მიზნად ისახავს უნივერსიტეტის 105 წლის იუბილესთან დაკავშირებით „ივანე ჯავახიშვილისა და მისი მეუღლის ანასტასია ჯამბაკურ-ორბელიანის ეპისტოლარული მემკვიდრეობის “ წიგნად გამოცემას. საიუბილეო გამოცემას თან დაერთვება უნიკალური ფოტოები, რომელიც დღემდე უნივერსიტეტის დამაარსებლის საოჯახო ალბომში არის დაცული და საზოგადოება მათ...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ