ხელვაჩაურში, სოფელ ახალშენის მოსახლეობა გზის რეაბილიტაციის მოთხოვნით საპროტესტო აქციას მართავს.
შეკრებილებმა პროტესტის ნიშნად, სოფელ ახალშენისა და ბათუმის დამაკავშირებელი ცენტრალური საავტომობილო გზა რამდენიმე წუთით გადაკეტეს. მათი თქმით, სოფელთან დამაკავშირებელი გზა 2006 წლის შემდეგ არ მოწესრიგებულა. ადგილობრივები ხელისუფლებას მიმართავენ.
აქციის მონაწილეებს, ხელვაჩაურის საკრებულოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებიც შეუერთდნენ.
აქციის მონაწილეებს, აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტში უპასუხეს.
„გოროდოკი-ახალშენი-ზედაწინსვლას საავტომობილო გზის ასფალტობეტონის საფარის მოწყობის მიზნით მიმდინარეობს პროექტის კორექტირება.
პროექტმა მოითხოვა დაზუსტება, ფერისცვალების ეკლესიასთან სანიაღვრე არხების მოწყობის მიზნით. კორექტირებულ პროექტს დეპარტამენტი უახლოეს დღეებში მიიღებს, რის შემდეგაც გამოცხადდება ტენდერი. პროექტი გარდამავალია.
მიმდინარე წელს შესრულდება 1 000 000 ლარის ღირებულების სამუშაოები”,- განაცხადეს უწყებაში.