კასპის მერიასა და თსუ-ს შორის მემორანდუმი გაფორმდა

376

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეში, აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმში კასპის მუნიციპალიტეტის მერიასა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.

“მემორანდუმი მიზნად ისახავს უნივერსიტეტის 105 წლის იუბილესთან დაკავშირებით „ივანე ჯავახიშვილისა და მისი მეუღლის ანასტასია ჯამბაკურ-ორბელიანის ეპისტოლარული მემკვიდრეობის “ წიგნად გამოცემას. საიუბილეო გამოცემას თან დაერთვება უნიკალური ფოტოები, რომელიც დღემდე უნივერსიტეტის დამაარსებლის საოჯახო ალბომში არის დაცული და საზოგადოება მათ პირველად იხილავს”, – ინფორმაციას კასპის მერია ავრცელებს.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორმა ნინო ოკრიბაშვილმა.

უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ხოვლეს საჯარო სკოლას საჩუქრად ფერადი პრინტერი და წიგნები გადასცა.