კრწანისში რეკრეაციული სივრცე და სპორტული მოედანი მოეწყო

650

კრწანისის რაიონში, ხეივნის დასახლებაში, გულიას პირველი ჩიხი N6-ის მიმდებარედ, 6 500 კვ.მ-ზე ახალი რეკრეაციული სივრცე მოეწყო.

პროექტის ფარგლებში, ტერიტორიაზე განთავსდა საბავშვო ატრაქციონები, დასასვენებელი სივრცეები, ფიტნეს ზონა, ასევე, დამონტაჟდა გარეგანათების ქსელი. ტერიტორია ღობითა და საბაღე გაზონით შემოისაზღვრა. სკვერი გამწვანდა, დაირგო სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარე. დამონტაჟდა სკამები და სეპარირებული ურნები. ასევე, დაიგო დეკორატიული ფილები. ადგილზე სკვერისათვის საჭირო ყველა თანამედროვე ინვენტარი განთავსდა. ასევე, მოეწყო დიდი სპორტული მოედანი.

სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 988 223 ლარი გამოიყო.