გორში სოხუმის ქუჩას რეაბილიტაცია ჩაუტარდება.
პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების შესყიდვის მიზნით, გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ტენდერი პირველ ივნისს გამოაცხადა.
“ქუჩა, რომლის სიგრძეც 210 მეტრია, კომბინატის დასახლებაში მდებარეობს. სარეაბილიტაციო სამუშეოების ფარგლებში, ტრანსპორტის სავალ ნაწილთან ერთად, იგეგმება ტროტუარის რეაბილიტაციაც. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 221 035 ლარია”, – განმარტავენ მერიაში.