ხობის მერია: ახალ ხიბულაში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

514

ხობის მუნიციპალიტეტის ახალი ხიბულის ადმინისტრაციულ ერთეულში სავარდიოს უბანში სასოფლო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, პროექტს, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 988 886, 58 ლარია, შპს “საგზაო“ აწარმოებს.

“პროექტის ფარგლებში 2 435 კმ-ზე დაიგება ასფალტ ბეტონის საფარი, მოეწყობა ხიდ-ბოგირები, კიუვეტები და ეზოში შესასვლელები. მიმდინარე სამუშაოები ივნისში დასრულდება“,- აცხადებენ მერიაში.