საბურთალოს რაიონში, ყაზბეგის გამზირის N19 და N19ა-ს ეზოში სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა. საბურთალოს გამგეობის ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, დაახლოებით, 2 500 კვადრატული მეტრი ფართობი განახლდა. "ტერიტორიაზე მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, LED განათების ქსელი, ტრენაჟორები, საპარკე სკამები და ორი საბავშვო ზონა, სადაც სხვადასხვა სახის ატრაქციონები დამონტაჟდა. აგრეთვე, ჩატარდა გამწვანების სამუშაოები და სკვერი რკინის მოაჯირებით შემოიფარგლა. პროექტის ღირებულება 345 552 ლარია. სამუშაოები საბურთალოს რაიონის გამგეობის დაფინანსებით...
წალკის კანიონის უნიკალური ეკოტურისტული სივრცე ვიზიტორებისთვის გაიხსნა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, საქართველოში პირველად, უნიკალური 240 მეტრის სიგრძის შუშის ხიდი აშენდა თანმდევი ეკოტურისტული ბილიკებით, ვიზიტორთა ცენტრით, მოეწყო ზიპ-ბაიკი და საქანელა, რომელიც მოგზაურობას კიდევ უფრო მრავალფეროვანს ხდის.  გარდა ამისა, მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდა სასტუმროები და სხვა ტურისტული ინფრასტრუქტურა. "აღნიშნული პროექტით, ერთი მხრივ, მოხდა ბუნებრივი იერსახის შენარჩუნება, მეორე მხრივ კი, უნიკალური ინფრასტრუქტურული...
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წილკანში სააგენტოს "აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარი კომპანია "ტიმეოს“ ლოკოკინების გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნა. ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, საწარმოს მშენებლობა ცოტა ხნის წინ დასრულდა. მათივე ცნობით, კომპანია „ტიმეო“ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმით სარგებლობს და პროგრამის ფარგლებში 1.5 მილიონი ლარის ოდენობის სესხი მიიღო. გარდა ამისა, კომპანიამ ლოკოკინების გადამამუშავებელი საწარმოს ასაშენებლად, დაახლოებით, 7 000 000 ლარის ოდენობის ინვესტიცია განახორციელა. უმაღლესი სტანდარტების ქარხანას, მინიჭებული...
წინა სტატია ავტორები: ანი გუგეშაშვილი; მაგდა პოპიაშვილი რეგიონის პოპულარიზებისა და ეკონომიკური განვითარებისთვის რამდენიმე რეგიონში სხვადასხვა წელს რეგიონული განვითარების სააგენტოები დაფუძნდა, თუმცა, მათი საქმიანობა რეგიონების საჭიროებებს ვერ პასუხობს, ვინაიდან, მათი ფუნქცია-მოვალეობები, რომელიც ორგანიზაციების დაფუძნებისას მუნიციპალიტეტბმა წინასწარ შეადგინეს, სათანადოდ არაა განსაზღვრული, ზოგ შემთხვევაში კი, სახელმწიფო სამსახურების ფუნქციებთანაა დუბლირებული და ილუზია იმისა, რომ 5 ორგანიზაციის დაფუძნებით, რომელიც ბოლო 5 წელში ჯამურად 2.9 მილიონამდე ლარით...
თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ წარადგენს ინიციატივას, რომლის თანახმადაც შშმ პირებს უფასო და შეღავათიანი მგზავრობის უფლება უნდა მიენიჭოს, - ნათქვამია საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებაში. „14 ივნისს საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე აღინიშნება. დღესაც გამოწვევად რჩება: სოციალური იზოლაციის დაძლევა; საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპების რღვევა; შშმ პირთა რეალური შესაძლებლობების წარმოჩენა; შშმ პირთა ჯანდაცვა, განათლება და დასაქმება; ქალაქის...
მარნეულის მერიის შენობის რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციისა და მერიის მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია/კეთილმოწყობის ტენდერები კიდევ ერთხელ ჩაიშალა. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს. 21 აპრილს, მერიის შენობის რეაბილიტაციისათვის, გამოცხადებულ ტენდერში მხოლოდ ერთმა კომპანიამ შპს „აიტინეომ“ მიიღო მონაწილეობა, რომელმაც მერიას შენობის რეაბილიტაცია/რეკონსტრუქცია 189 175 ლარად შესთავაზა. მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის შენობის რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციის სამუშაოების შესყიდვის ელექტრონული ტენდერის სატენდერო კომისიის სხდომის ოქმის შესაბამისად, შპს „აიტინეომ“ ვერ დააკმაყოფილა ტენდერის პირობები, რადგან 2019...
ხელვაჩაურის საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობაში“ კორუფციაზე საუბრობენ. [არტოამ გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა. საქმე ეხება სოფელ ზანაქიძეებში ჭაბურღილისა და წყლის სისტემის მშენებლობას. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს. ოპოზიციის განცხადებით, წყლის სისტემის მშენებლობა 2020 წელს დაიწყო, იგი დაიქსელა, ბიუჯეტიდან 256 ათასი ლარი დაიხარჯა, თუმცა, სატეხიის და ზანაქიძეების მოსახლეობას  წყალი ამ დრომდე არ მიეწოდება. მიშა ბოლქვაძე ჭაბურღილისა და წყლის სისტემის  კორუფციული გზით მიღება-ჩაბარებასთან დაკავშირებით  საუბრობს და  ამბობს,...
ხაშურის სპორტულ სკოლაში საჭიდაო დარბაზის იატაკის მოწყობა აპრილში უნდა დასრულებულიყო, თუმცა, მოჭიდავეებისთვის ტატამი ამ დრომდე ვერ გაშალეს. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს. კომპანია "ფერთანათების" წარმომადგენელი ირწმუნება, რომ იატაკისთვის საჭირო ხის მასალა, რუსეთ-უკრაინის ომის გამო, ვერ შეიძინა. ხაშურის მერმა თენგიზ ჩიტიაშვილმა თანამშრომლებს ინფორმაციის გადამოწმება დაავალა. როგორც აღმოჩნდა, მერმა მსგავსი ხის მასალა საქართველოს ბაზარზე, კომპანია "ეკოვუდის" საწყობში იპოვა. თენგიზ ჩიტიაშვილმა "ფერთანათებას"...
''ნაციონალური მოძრაობა'' ქედაში დანდალო-ტაკიძეების დამაკავშირებელი გზის აღდგენას ითხოვს. საავტომობილო გზაზე გასულ წელს მეწყერი ჩამოწვა, რის გამოც აჭარის საავტომობილო გზების  დეპარტამენტმა ქვის გაბიონი მოაწყო, თუმცა, სამუშაოებმა გეოლოგიური პროცესი ვერ შეაჩერა და როგორც "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატები ამბობენ, სამუშაოებმა მეწყრის გააქტიურება გამოიწვია. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს. დეპუტატები ამბობენ, რომ გზით ორი სოფლის მოსახლეობა სარგებლობს და ეს მათთვის უმოკლესი გზაა ცენტრთან დასაკავშირებლად. აჭარის საავტომობილო გზების...
ზაფხულში ქუთაისში ორი მორიგე საბავშვო ბაღი იმუშავებს. როგორც ბაღების გაერთიანებაში  განმარტავენ, მორგე ბაღები (N5 ავტოქარხანა და N18) 4 ივლისიდან  29 ივლისის ჩათვლით იმუშავებენ. გაერთიანების ხელმძღვანელის დავით წიტაიშვილის თქმით, მშობლებმა განცხადებები  უკვე უნდა წარადგინონ. "გუშინ დაიწყო რეგისტრაცია, ველოდებით განცხადებებს'',- ამბობს დავით წიტაიშვილი. ბაგა-ბაღებში საზაფხულო არდადეგები 30 ივლისიდან დაიწყება. ქუთაისის მერიის ა(ა)იპ ბაგა–ბაღების გაერთიანებაში სულ 37 ფილიალი.
წინა სტატია წალენჯიხის ყოფილი მერი და საკრებულოს მოქმედი დეპუტატი მმართველი პარტიიდან ბესიკ ფარცვანია საკრებულოს ოპოზიციურ წევრებს საკითხის პროცედურული დარღვევებით მიღებაში ადანაშაულებს. საუბარია დღეს მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რომლის შედეგადაც მერიის საშტატო ნუსხა 8 ადამიანით შემცირდება.  "დღეს წარმოდგენილი იყო საკრებულოში მერიის რეორგანიზაციის გეგმა, პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ რეორგანიზაცია თავისი არსით სხვა რამეს ითვალისწინებს. ეს არ იყო ნამდვილად რეორგანიზაცია რეორგანიზაციისთვის, ეს იყო პარტიული აქტივის გათავისუფლებისკენ...
გორის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსმა თამარ ზურაბაშვილმა თანამდებობა დატოვა. გავრცელებული ინფორმაციით, ზურაბაშვილმა თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. როგორც ცნობილია, გორის მუნიციპალიტეტის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა ოფიციალურად აცნობა თანამშრომლებს რეორგანიზაციის დაწყების თაობაზე, თუმცა, ზურაბაშვილმა თანამდებობა რეორგანიზაციის დასრულებამდე დატოვა.
ბათუმში ტურისტული სეზონი იხსნება. ბათუმის მერიის ინფორმაციით, შესაბამისად, მობილიზებულია მერიის ყველა სამსახური. გარდა ამისა, ბათუმის მერმა, არჩილ ჩიქოვანმა დღეს იმ ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან გამართა შეხვედრა, რომლებიც ტურისტული სეზონის სრულყოფილად წარმართვაზე არიან პასუხისმგებელნი. არჩილ ჩიქოვანის განცხადებით, ბათუმი 2022 წლის ზაფხულის სეზონისთვის მზად არის. „პანდემიის შემდეგ, ჩვენ დავიბრუნეთ ტურიზმის ინდუსტრია, რომელიც უკვე ფეხზე დგას. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ განწყობა არის ოპტიმისტური. ბათუმში ვიზიტორთა სიმრავლეა, მოგეხსენებათ ჩვენი...
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ სამშენებლო სამართალდამრღვევების მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებების ჩაბარებასთან დაკავშირებით შეცვლილ წესებზე ისაუბრა. როგორც მან თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სამშენებლო სამართალდამრღვევები, რომლებიც ხელოვნურად აბრკოლებდნენ გადაწყვეტილებების ჩაუბარებლობას, ახლად მიღებული კანონის საშუალებით, ამ წესს ვერ გაექცევიან. „როგორც იცით, სამშენებლო სამართალდამრღვევების მიმართ არაერთხელ გავამკაცრეთ სანქციები, მიდგომები, თუმცა, ამის მიუხედავად, დღემდე პრობლემას წარმოადგენდა ადმინისტრაციული საჩივრის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებების ჩაუბარებლობა. კანონდამრღვევები, რომლებმაც კარგად იცოდნენ, რომ დარღვეული აქვთ კანონი...
14 ივნისი საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღეა. თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე იმ 5 პროგრამაზე ისაუბრა, რომელსაც მუნიციპალიტეტი შშმ ბავშვებისთვის ახორციელებს. მერის ინფორმაციით, თბილისის მერია ახორციელებს შშმ პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის პროგრამას, რომლის ფარგლებში, შშმ პირთა და მათი წარმომადგენელი ორგანიზაციების განცხადება/პროექტები ფინანსდება. „თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური შშმ პირებისთვის არაერთ პროგრამას ახორციელებს. მინდა, გამოვყო...
შემდეგი სტატია წალენჯიხის მერიის საშტატო ნუსხა 8 თანამშრომლით შემცირდება. აღნიშნული გადაწყვეტილება დღეს საკრებულოს სხდომაზე მიიღეს. საკითხის განხილვას სხდომაზე დაპირისპირება მოჰყვა. ინიციატივა არ მოიწონა და შესაბამისად, მხარი არ დაუჭირეს "ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა. წალენჯიხის მერის პირველი მოადგილე, ივანე ბურდული ამბობს, რომ არსებული სტრუქტურით უკეთესად მოემსახურებიან ხალხს. "მიღებული იქნა ეს გადაწყვეტილება. ეს არის ის ვერსია, რომელზეც შეჯერდა მერია და საკრებულო. ჩვენ მივიჩნევთ, რომ არსებული სტრუქტურით უკეთესად...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ