გორის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსმა თამარ ზურაბაშვილმა თანამდებობა დატოვა.
გავრცელებული ინფორმაციით, ზურაბაშვილმა თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.
როგორც ცნობილია, გორის მუნიციპალიტეტის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა ოფიციალურად აცნობა თანამშრომლებს რეორგანიზაციის დაწყების თაობაზე, თუმცა, ზურაბაშვილმა თანამდებობა რეორგანიზაციის დასრულებამდე დატოვა.